მარადიული ქალაქი ლიდერის მოლოდინში

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების XV ტური სამ დღეზეა გაწერილი: ოთხი შეხვედრა დღეს გაიმართება, ხუთი ხვალ, ერთი კი ზეგ. ორშაბათის პაექრობას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ცენტრალური და მიუხედავად იმისა, რომ სულ ბოლოს გაიმართება, სწორედ აღნიშნული დაპირისპირებით დავიწყოთ...

"რომამ" წინა ტურში "ფიორენტინასთან" სამარცხვინო მარცხი იგემა და სარეაბილიტაციოდ აქვს საქმე. ჯერ "რომას" ბანაკში შევიხედოთ, შემდეგ კი "იუვენტუსისთვისაც" მოვიცლით.

რომა
სავარაუდო შემადგენლობა (4-3-1-2): სტეკელენბურგი - როზი, კასეტი, ჰაინცე, ტადეი - გრეკო, დე როსი, პიანიჩი - ტოტი - ლამელა, ოსვალდო.

ლუის ენრიკეს რომ სერიოზული საკადრო პრობლემები
აქვს, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს - ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, წინა ტურში "ჯალოროსიმ" თამაში რვა ფეხბურთელით ჩაამთავრა. შესაბამისად, ჟუანი, ფერნანდო გაგო და ბოიან კრკიჩი შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ. მათ გარდა, "იუვეს" წინააღმდეგ ვერც ბორინი, კიაერი და ბურდისო გაირჯებიან.

ამ ვითარებაში ძირითადი შემადგენლობისკენ ეხსნება გზა ფრანჩესკო ტოტის, რომელიც ბოლო პერიოდში მეტწილად სათადარიგოთა სკამზე ზის. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ტოტი გამთამაშებლის ფუნქციებს შეასრულებს, შეტევის წინა ხაზზე კი ერიკ ლამელა და პაბლო ოსვალდო გაირჯებიან. წინა ტურში განცდლი კატასტროფული მარცხის შემდეგ, აქტიურად მუსირებდა აზრი ლუის ენრიკეს პოსტიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ, თუმცა ესპანელი ჯერ კიდევ "რომას" მთავარი მწვრთნელია და არსად წასვლას არ აპირებს - ბოლოს სწორედ მას მოვუსმინოთ:

"არაერთი წამყვანი ფეხბურთელი გვყავს დისკვალიფიცირებული თუ ტრავმირებული, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს - შეგვწევს იმის ძალა, რომ თუნდაც განახევრებული შემადგენლობით "იუვენტუსს" ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ. რა შეიძლება ითქვას მეტოქეზე? - ტურინელები ფიზიკურად ძალიან კარგად არიან მომზადებულნი, რაც "ნაპოლისთან" მათ პაექრობაში ნათლად გამოჩნდა.

ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია თანამედროვე ფეხბურთში და პირველ რიგში, ამადაც გავუსვი ხაზი. რაც შეეხება ტექნიკურ არსენალსა და ტაქტიკურ განსწავლულობას, "იუვე" ამ მხრივაც ერთ-ერთი გამორჩეულია. მოკლედ, ძლიერ გუნდთან გვიწევს დაპირისპირება, მაგრამ არც ჩვენ ვართ ჯაბანნი - სწორედ ასეთ თამაშებში უნდა დავამტკიცოთ, რომ სწორ გზას ვადგავართ".

იუვენტუსი
სავარაუდო შემადგენლობა (4-3-3): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ბარცალი, კიელინი - ვიდალი, პირლო, მარკიზიო - პეპე, დელ პიერო, მატრი.

ლუის ენრიკესგან განსხვავებით, ანტონიო კონტეს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი აკლია, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი - ლაპარაკია მირკო ვუჩინიჩზე, რომელიც სწორედ "რომადან" გადაბარგდა ტურინში და წესით, ორშაბათს ექს-გუნდის წინააღმდეგ უნდა ეასპარეზა. სწორედ ვუჩინიჩის ტრავმით გახლავთ განპირობებული ის, რომ ძირითად შემადგენლობაში ალესანდრო დელ პიეროს გამოჩენას ველოდებით. "იუვეს" ლეგენდარული კაპიტანი სიმონე პეპესა და ალესანდრო მატრისთან ერთად შეუტევს, ვნახოთ, რა გამოუვა იტალიელ შემტევთა ტრიოს.

ანტონიო კონტემ პრესასთან მოკლე კომენტარი "ბოლონიასთან" სათასო მატჩის შემდეგ გააკეთა: "აქამდე "ჯალოროსისთან" დაპირისპირებაზე არ ვფიქრობდი და განსაკუთრებულს ვერაფერს გეტყვით. "რომა" ძლიერი გუნდია და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ამ დროისთვის რომელი ადგილი უკავია სატურნირო ცხრილში - ერთი დანამდვილებით ვიცი, თავდადების გარეშე სასურველ რეზულტატს ვერ მივაღწევთ".

მილანური გრანდები
მიუხედავად იმისა, რომ "ფიორენტინას" სატურნირო ცხრილში მეათე ადგილი უკავია, 'ინტერს" კი სულაც მეთექვსმეტე, მილანში დაგეგმილი მატჩი მაინც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. დიახ, "ინტერი' "ფიორენტინას" უმასპინძლებს და შეეცდება, რომ კიდევ ერთხელ დაიწყოს ახალი, წარმატებული ერა - სწორედ ასე ამბობდა კლაუდიო რანიერი, როდესაც მისმა გუნდმა მიჯრით მოიგო ორი შეხვედრა, მაგრამ "უდინეზესთან" მარცხმა "ინტერისტები" მიწაზე დააბრუნა.

საინტერესოა, რა მოხდება დღევანდელ პაექრობაში, რომელსაც მილანური გრანდი სავარაუდოდ 4-1-4-1 ტაქტიკით გამართავს. ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი ტრადიციულად ჯამპაოლო პაცინი იქნება, მის უკან კი მაურო სარატე, ტიაგო მოტა, დეიან სტანკოვიჩი და რიკი ალვარესი გაირჯებიან.

"რომას" განადგურებით გაგულისებული ფლორენციელები მილანშიც იმედიანად ჩადიან, რაზეც დელიო როსის სიტყვები მოწმობს:

"მართალია, "რომასთან" თამაშის ბედი ეპიზოდებმა უფრო განაპირობა, ვიდრე თამაშის მთლიანმა სურათმა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ფიორენტინას" პროგრესი არ დავინახოთ. ნელნელა ვპოულობთ საკუთარ თავს და იმედია, "ინტერთან" დაპირისპირებისას ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით. დაცვაში ჩაჯდომას არ ვაპირებთ, აუცილებლად შევუტევთ და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმისგან".

მძიმე კვირა გამოუვიდა "ბოლონიას", რომელმაც ხუთშაბათს "იუვენტუსთან" სათასო პაექრობა გამართა და მხოლოდ დამატებით დროში დაუთმო მრისხანე მეტოქეს მეოთხედფინალური ეტაპის საგზური. კვირას "როსობლუს" იტალიური ფეხბურთის კიდევ ერთ გრანდთან, "მილანთან" უწევს დაპირისპირება.

მასპინძლებსინტერნეტკაზინო ლარივინი
ინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინი სრულ მზადყოფნაში ჰყავთ მარკო დი ვაიო და შეტევაში დიდწილად სწორედ მის იმედზე იქნებიან. რაც შეეხება "მილანს", მასიმილიანო ალეგრი ტრადიციულ 4-3-1-2-ს გამოიყენებს და ამჯერად, შეტევის წინა ხაზზე ალეშანდრე პატოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტანდემს გაამწესებს. მათ უკან კევინ პრინც ბოატენგი გაირჯება, რომელსაც უკვე სრულად მოუშუშებია მიკრო-ტრავმა და მზადაა მოედანზე პირველივე წუთებიან გავიდეს. ვნახოთ, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.

სერია A. XV ტური
დღეს:
ლეჩე-ლაციო 21.00
დისკვალიფიკაცია: შტრასერი (ლეჩე).
ტრავმა: ოფერე, კაროციერი - ბროკი, დელ ნერო, მაური, გარიდო, დიასი, მაკინვა, მათუზალემი.

სიენა-ჯენოა 21.00
დისკვალიფიკაცია: კალაძე (ჯენოა).
ტრავმა: ვერგასოლა, ბელმონტე - ბირსა, ბოვო, კუჩკა, ანტონელი.

ინტერი-ფიორენტინა 23.45
დისკვალიფიცია: ძანეტი (ინტერი).
ტრავმა: კივუ, მუნტარი, ფორლანი, ვივიანო, მაიკონი, სნეიდერი, ლუსიო - კასანი, კროლდრუპი.

პალერმო-ჩეზენა 23.45
დისკვალიფიცია: მილიაჩო - ანტონიოლი.
ტრავმა: ბუდანი, ზაჰავი, მანტოვანი, ერნანდესი - კომოტო, მარტინესი, კოლუჩი.

ხვალ:
ატალანტა-კატანია 18.00
დისკვალიფიცია: ლუკინი (ატალანტა).
ტრავმა: პელუზო, კაპელი - სუაზო, ისკო, ბიაჯანტი.

ბოლონია-მილანი 18.00
დისკვალიფიცია: პულცეტი (ბოლონია).
ტრავმა: ანტონსონი, პულცეტი - გატუზო, ფლამინი, კასანო, ნესტა, აბიატი, ნოჩერინო.

კალიარი-პარმა 18.00
ტრავმა: ელ ქაბირი, ნენე, ასტორი, ერიკსენი - ვალდესი, ბრანდაო, ბლაზი.

უდინეზე-კიევო 18.00
დისკვალიფიცია: ფერონეტი, პინცი (უდინეზე).
ტრავმა: ბარეტო. აბდი, დომიცი, კოდა - რიგონი.

ნოვარა-ნაპოლი 23.45
დისკვალიფიცია: მეჯორინი (ნოვარა).
ტრავმა: ლისუძო - დონადელი.

ზეგ:
რომა-იუვენტუსი 23.45
დისკვალიფიცია: ჟუანი, გაგო, ბოიანი (რომა).
ტრავმა: ბორინი, ბურდისო, კიაერი - ვუჩინიჩი.

თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 13 8 5 0 24-10 29
2. მილანი 13 8 3 2 29-14 27
3. უდინეზე 13 8 3 2 16-6 27
4. ლაციო 13 7 4 2 19-9 25
5. ნაპოლი 13 5 5 3 21-13 20
6. პალერმო 13 6 2 5 16-15 20
7. კალიარი 13 4 5 4 12-13 17
8. რომა 13 5 2 6 15-17 17
9. კატანია 13 4 5 4 14-19 17
10. ფიორენტინა 13 4 4 5 13-11 16
11. პარმა 13 5 1 7 15-20 16
12. კიევო 13 4 4 5 10-16 16
13. ატალანტა 13 5 6 2 16-15 15
14. ჯენოა 12 4 3 5 14-16 15
15. სიენა 13 3 5 5 14-12 14
16. ინტერი 12 4 2 6 14-18 14
17. ბოლონია 13 4 2 7 11-18 14
18. ნოვარა 13 2 4 7 14-24 10
19. ჩეზენა 13 2 3 8 6-15 9
20. ლეჩე 13 2 2 9 11-23 8

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები
10 - დენისი (ატალანტა); 9 - დი ნატალე (უდინეზე); 8 – იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 7 - ჯოვინკო (პარმა), კავანი (ნაპოლი); 6 - კლოზე (ლაციო), იოვეტიჩი (ფიორენტინა), მატრი (იუვენტუსი), მარკიზიო (იუვენტუსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდი ფიორე აგემე და გაახსენე ინტერს საკუთარ კედლებში 4 -0 . მე თქვენთან ვარ. ბარეორივით არ ვარ, ხან რეალს და ხან ბარსელონას დალხენილ გუნდებს რომ ბალეშიკობენ.
fiore
19:55 10-12-2011
0
მიდი რომა,შეუტიე!...
tifoso
16:55 10-12-2011
0

სიახლეები პოპულარული