შავ-თეთრი კალჩო - ორი ბიანკონერი ცხრილის სათავეში

AutoSharing Option
ვიდეო
შაბათის შეხვედრებიდან ყველაზე დიდ ინტერესს "ინტერისა" და "ფიორენტინას" დაპირისპირება იწვევდა, მაგრამ თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გულშემატკივართა მოლოდინი სანახევროდ გამართლდა.

"ნერაძურის" ქომაგები კმაყოფილნი დარჩებოდნენ მათი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, მაგრამ ბრძოლა არ შედგა, რამაც თამაშს მთავარი ინტრიგა დაუკარგა.

"რომაზე" მოპოვებული გამარჯვების გათვალისწინებით, "ფიორენტინა" თითქოს პროგრესის გზას დაადგა, მაგრამ როგორც ჩანს, წინა ტურის ფლორენციული შედეგი უფრო რომაელთა ჩავარდნის დამსახურება გახლდათ, ვიდრე ტოსკანელთა გამოღვიძების. ერთი სიტყვით, "ვიოლას" ისევ სძინავს, "ინტერი" კი ცდილობს გონზე მოვიდეს და ვნახოთ, რამდენად გამოუვა ეს საქმე.

კონკრეტულად შაბათის შეხვედრაში მილანელებმა
ნორმალური შთაბეჭდილება დატოვეს, ბევრს მოძრაობდნენ და შეტევაშიც უფრო კრეატიულად გაისარჯნენ, ვიდრე წინა პაექრობებში. უჩვეულოდ საიმედო იყო დაცვის ხაზი, რაც სავარაუდოდ ლუსიოსა და სამუელის ცენტრალურ მცველთა აღდგენილი ტანდემით გახლდათ განპირობებული - აღდგენილი კი იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში ხან ერთი იყო ტრავმირებული, ხანაც მეორე.

შეტევის წინა ხაზზე კლაუდიო რანიერიმ დიეგო მილიტოსა და ჯამპაოლო პაცინის ტანდემი გაამწესა, პირველი გოლი კი სწორედ ამ უკანასკნელის ანგარიშზეა - პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთ წუთზე ნაკლები რჩებოდა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარცხენა ფრთიდან პაცინი შეიჭრა, დროული გადაცემა მიიღო და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი არტურ ბორუცის კარის ჩარჩოში, 1:0.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც თავი ნაგატომომ გამოიჩინა და შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა, იაპონელმა მეტოქის მცველისა და მეკარის შეუთანხმებლობით ისარგებლა, ბურთი ფაქტობრივად ცარიელი კარის წინ მიუვიდა და მისი ბადეში გახვევა აღარ გასჭირვებია, 2:0.

აქვე აღვნიშნოთ, რომ მეორე ტაიმში ტრავმის გამო მილიტო გახდა შესაცვლელი, ვის ნაცვლადაც თამაშში მაურო სარატე ჩაერთო. ნამატჩევს, ჟურნალისტები დიეგოს ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ, ამასთან, მას თამაშის შეფასება სთხოვეს:

"საბედნიეროდ, ტრავმა მსუბუქია და შესაძლოა უკვე მომდევნო შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა. ლაპარაკია არა XVI ტურის მატჩზე, არამედ გადადებულ პაექრობაზე, რომელსაც სამშაბათს "ჯენოასთან:" გავმართავთ. ჩემი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაში ძალიან მინდა და იმედია, დროულად გამოვჯანმრთელდები. რაც შეეხება "ფიორენტინასთან" ჯახს, მთელი შეხვედრა ჩვენი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა - შესაბამისად, შედეგი სრულიად კანონზომიერია".

მხიარული მატჩი გაიმართა ლეჩეში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა სერსე კოსმის თავკაცობით პირველი შეხვედრა გამართა, "ლაციოს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით წააგო, 2:3. არადა, შეხვედრა მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და ანგარიშიც სწორედ მათ გახსნეს - მეთერთმეტე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ფედერიკო მარკეტი მეტოქის შემტევს ეუხეშა და მატჩის არბიტრმა ხელი თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ გაიშვირა - ბურთთან დი მიკელე მივიდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა, 1:0.

გატანილი გოლით ფრთაშესხმულმა მასპინძლებმა განაგრძეს იერიშები და დაახლოებით ხუთი წუთის ინტერვალში ორჯერ შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, თუმცა ორივე შემთხვევაში მარკეტი გახლდათ მოწოდების სიმაღლეზე. ტაიმის შუაწელს რომაელები ხეირიანად პირველად გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე და გაათანაბრეს კიდეც ანგარიში: რამდენიმესვლიანი კომბინაცია მიროსლავ კლოზემ ერთი შეხებით დააგვირგვინა და 1:1.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც შევლაზე შესულმა ცანამ ბურთი მარჯვენა ფრთაზე მიიღო, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ძლიერი დარტყმით "ლეჩეს" კიპერს შანსი არ დაუტოვა, 1:2. კოსმიმ უმალ შეუძახა შეგირდებს, არ გატყდეთო და როგორც ჩანს, არც თუ უშედეგოდ - მასპინძლებმა მოიკრიბეს ძალა, აქტიურად გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე და გაათანაბრეს კიდეც ანგარიში - რომაელთა საჯარიმოში დიდი არეულობა შეიქმნა, ყველაზე უკეთ კი ვითარებაში ფერარიო გაერკვა და თავით გადაგზავნა ბურთი მარკეტის კარში, ეს უკანასკნელი კი ორიოდე წუთში ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა.

საბოლოო წერტილი კი შეხვედრაში ისევ მირო კლოზემ დასვა, მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდების შემდეგ, თავი დაჰკრა ბურთს და მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში მოათავსა, 2:3. დასკვნის სახით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ კოსმის დაქოქილ ბიჭებს კლასმა აჯობა და "ლაციომ" მთლიანობაში სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

"ბოლონიასთან" ბრძოლაში "მილანმა" ორი ქულა დაკარგა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სერია A-ში ძალების დაზოგვით გამარჯვების მოპოვება შეუძლებელია. დიახ, "მილანი" თითქოს კლასის ხარჯზე ცდილობდა სამი ქულის მოპოვებას, რაც არ გამოვიდა. შეხვედრა მასპინძელთა იერიშებით დაიწყო, რამაც შედეგი მე-11 წუთზე გამოიღო - დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა მარკო დი ვაიომ კიპერს თავზე გადაატარა ბურთი და გახსნა კიდეც ანგარიში, 1:0.

მილანელები მალე მოვიდნენ გონს და ხუთიოდე წუთში სტატუსქვო აღადგინეს: კევინ პრინს ბოატენგის ზუსტი გადაცემის შემდეგ, კლარენს ზეედორფმა უძლიერესად დაარტყა და 1:1. მეორე ნახევრის შუაწელს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თერთმეტმეტრიანი მოინადირა და თვითონვე გაიტანა, რითიც დააწინაურა სტუმრები, თუმცა ერთი წუთის შემდეგ უკვე მასპინძლებმა შეძლეს ანგარიშის გაქვითვა: დიამანტიმ ერთი მეურვე კარგად ჩამოიცილა, მძლავრადაც დაარტყა და ბურთი მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაახვია, 2:2.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ დიამანტის გოლისას შეცდომა დაუშვა მილანელთა მეკარე მარკო ამელიამ - ხელი წაარტყა ბურთს, თუმცა ვერაფრით შეიმაგრა. აქვე ვთქვათ, რომ საეჭვო იყო ის თერთმეტმეტრიანი, რომელიც ზლატანმა აიკიდა და ზოგადად, ჯანლუკა როკის მსაჯობამ ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა. ასეა თუ ისე, მოქმედმა ჩემპიონმა ორი ქულა დაკარგა.

დაბოლოს, მოკლედ ვთქვათ სატურნირო ცხრილის ლიდერის შესახებ - "უდინეზემ" "კიევოს" უმასპინძლა და მეტოქე მეორე ტაიმში გატეხა. ამასთან, მორიგი გოლი მიითვალა აქტივში ანტონიო დი ნატალემ და ბომბარდირთა დავაში ხერმან დენისს გაუთანაბრდა. ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს გაიმართება, "რომა" "იუვეს" უმასპინძლებს და თუ ტურინელებმა სამი ქულა მოიპოვეს, პირველ ადგილსაც დაიბრუნებენ - ანუ, ერთი "ბიანკონერი" შეიძლება მეორემ ჩაანაცვლოს.

იტალია. სერია A. XV ტური
ლეჩე-ლაციო 2:3
ლეჩე (4-1-4-1): ბენასი - ოდო, ფერარიო, მესბა, ტომოვიჩი (46. ჯანდონატო - 55. გროსმიულერი) - ობოდო - კუადრადო, ჯაკომაცი, ოლივერა, მურიელი (80. პიატი) - დი მიკელე.
ლაციო (4-3-1-2): მარკეტი (60. კარიცო) - დიაკიტე, ბიავა (46. ცანა), სტანკევიჩუსი, რადუ - გონსალესი, ლედესმა, ლულიჩი - ერნანესი - როკი (60. სისე), კლოზე.
გოლები: 1:0 დი მიკელე (11-პენ.), 1:1 კლოზე (28), 1:2 ცანა (47), 2:2 ფერარიო (58), 2:3 კლოზე (86).
გაფრთხილება: ჯაკომაცი, ოლივერა - მარკეტი, ერნანესი, ცანა.
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12(8)-8(3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 10 000

სიენა-ჯენოა 0:2
სიენა (4-4-2): ბრკიჩი - ვიტიელო, კონტინი, ტერცი, დელ გროსო (59. როსი) - ბრიენცა, გაცი, დაგოსტინო (77. ლარონდო), გროსი (65. მანინი) - კალაიო, დესტრო.
ჯენოა (4-4-2): ფრეი - მორეტი (72. იანკოვიჩი), გრანკვისტი, მესტო, დაინელი - როსი, კონსტანტი, ველოზო (58. სეიმური), მერკელი - პალასიო, ზე ედუარდო (55. პრატო).
გოლები: 0:1 როსი (57), პალასიო (90).
გაფრთხილება: კონტინი, გაცი, ბრიენცა, როსი - კონსტანტი, ზე ედუარდო.
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 7(0)-12(4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 12 000

ინტერი-ფიორენტინა 2:0
ინტერი (4-4-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო - მოტა, კამბიასო, ფარაონი, კოუტინიო (62. მუნტარი) - მილიტო (65. სარატე), პაცინი.
ფიორენტინა (4-3-1-2): ბორუცი - დე სილვესტრი, გამბერინი, ნატალი, პასკუალი - ბეჰრამი, მუნარი (52. სალიფუ), ვარგასი - ლაძარი (76. ხარჯა) - ჯილარდინო, ლიაიჩი (65. სილვა).
გოლები: 1:0 პაცინი (41), 2:0 ნაგატომო (54).
გაფრთხილება: მაიკონი - გამბერინი.
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 17(6)-7(1); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 55 000

პალერმო-ჩეზენა 0:1
პალერმო (4-3-2-1): ბენუსი - პიზანო, სილვესტრი, მუნოზი, ბალცარეტი - ასკუა (68. მანტოვანი), ბაჩინოვიჩი (34. ბერტოლო), ბარეტო - ილიჩიჩი - მიკოლი, პინილია (63. ვარელა).
ჩეზენა (4-2-3-1): რავალია - ჩეკარელი, ფონ ბერგენი, როდრიგესი, როსი - გუანა, გეზალი - კანდრევა, პაროლო, ედერი (73. ბოგდანი) - მუტუ (79. ჯოკოვიჩი).
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინი: 0:1 მუტუ (63).
გაფრთხილება: ასკუა - როდრიგესი, როსი, გეზალი, ედერი.
გაძევება: მუნოზი (64. პალერმო)
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 10(6)-13(6); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 23 000

ატალანტა-კატანია 1:1
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - მაზიელო, ფერი, მანფრედინი, ბელინი (60. ბონავენტურა) - კარმონა (49. ტირიბოკი), ჩიგარინი, შელოტო, პადოინი - მორალესი (84. მარილუნგო) - დენისი.
კატანია (3-5-2): ანდუხარი - სპოლი, ბელუში, ლეგროტალიე - პოტენცა, დელ ვეკიო, ლოდი (89. კაპუანო), ალმირონი, მარკეზე - ბარიენტოსი (76. შაკა), მაქსი ლოპესი (67. ბერგესიო).
გოლები: 0:1 ლეგროტალიე (18), 1:1 ტირიბოკი (70).
გაფრთხილება: ბელინი, კარმონა, ტირიბოკი - დელ ვეკიო, მარკეზე.
გაძევება: სპოლი (42. კატანია).
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 11(4)-8(4); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 21 000

ბოლონია-მილანი 2:2 [იხილეთ ვიდეო]
ბოლონია (4-3-2-1): ჟილე - რაჯი, პორტანოვა, კრესპო, მორლეო - კაზარინი (46. პერესი), მუდინგაი, კონე - დიამანტი (84. კერუბინი), რამირესი (76. ტაიდერი) - დი ვაიო.
მილანი (4-3-1-2): ამელია - აბატე, იეპესი (62. ბონერა), ტიაგო სილვა, ანტონინი - ზეედორფი (67. ემანუელსონი), ვან ბომელი, აკვილანი - ბოატენგი - პატო (77. რობინიო), იბრაჰიმოვიჩი.
გოლები: 1:0 დი ვაიო (11), 1:1 ზეედორფი (16), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (72-პენ.), 2:2 დიამანტი (73).
გაფრთხილება: კონე, დიამანტი, რამირესი, პერესი - იეპესი, ანტონინი, აკვილანი.
კუთხური: 2-11; ჯარიმა: ; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 10(3)-9(4); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 32 000

კალიარი-პარმა 0:0
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, კანინი, არიაუდო, აგოსტინი - ბიონდინი (85. პერიკო), კონტი (23. ეკდალი), ნაინგოლანი - კოსუ - იბარბო, ლარივეი (63. რიბეირო).
პარმა (4-4-1-1): მირანტე - ძაკარდო (57. სანტაკროჩე), პალეტა, ლუკარელი, გობი - ბიაბიანი, მორონე, გალოპა, ვალიანი - ჯოვინკო (20. პალადინო - 78. მოდესტო) - ფლოკარი.
გაფრთხილება: ბიონდინი, კოსუ - პალეტა, ვალიანი, სანტაკროჩე.
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 7(1)-8(5); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 12 000

უდინეზე-კიევო 2:1
უდინეზე (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო, ეკსტრანდი - ბასტა, ბადუ, ისლა (89. დოუბაი), ასამოა, არმერო - ფლორო ფლორესი (72. აბდი) - დი ნატალე.
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, ცეზარი, ანდრეოლი, დრამე - ბრედლი, ჰეტემაი, ლუჩანო - სამარკო (76. პალოსკი) - პელისიერი, თერეუ (87. მოსკარდელი).
გოლები: 1:0 დი ნატალე (68), 2:0 ბასტა (79), 2:1 პალოსკი (83).
გაფრთხილება: ისლა, ბადუ - დრამე, ბრედლი, პელისიერი, თერეუ, მოსკარდელი.
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 12(5)-7(1); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 16 000

ნოვარა-ნაპოლი 1:1
ნოვარა (4-3-1-2): უიკანი - მორგანელა, ჩენტურიონი, ლუდი (49. ლაბრინი), დელაფიორე - ჯემიტი, რადოვანოვიჩი (78. პორკარი), რიგონი - მარიანინი - მაძარანი, რუბინო.
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - არონიკა (75. ცუნიგა), კანავარო, კამპანიარო - მაჯო, დოსენა (80. ინლერი), ჯემაილი, ჰამშიკი - ლავეცი, პანდევი - კავანი (67. მასკარა).
გოლები: 1:0 რადოვანოვიჩი (70), 1:1 ჯემაილი (84).
გაფრთხილება: დელაფიორე, რიგონი (ნოვარა).
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 10(2)-12(4); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 12 000

რომა-იუვენტუსი დღეს

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. უდინეზე 14 9 3 2 18-7 30
2. იუვენტუსი 13 8 5 0 24-10 29
3. მილანი 14 8 4 2 31-16 28
4. ლაციო 14 8 4 2 22-11 28
5. ნაპოლი 14 5 6 3 22-14 21
6. პალერმო 14 6 2 6 16-16 20
7. კალიარი 14 4 6 4 12-13 18
8. ჯენოა 13 5 3 5 16-16 18
9. კატანია 14 4 6 4 15-20 18
10. ინტერი 13 5 2 6 16-18 17
11. რომა 13 5 2 6 15-17 17
12. პარმა 14 5 2 7 15-20 17
13. ატალანტა 14 5 7 2 17-16 16
14. ფიორენტინა 14 4 4 6 13-13 16
15. კიევო 14 4 4 6 11-18 16
16. ბოლონია 14 4 3 7 13-20 15
17. სიენა 14 3 5 6 14-14 14
18. ჩეზენა 14 3 3 8 7-15 12
19. ნოვარა 14 2 5 7 15-25 11
20. ლეჩე 14 2 2 10 13-26 8

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები
10 - დენისი (ატალანტა), დი ნატალე (უდინეზე); 9 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 8 - კლოზე (ლაციო); 7 - ჯოვინკო (პარმა), კავანი (ნაპოლი); 6 - იოვეტიჩი (ფიორენტინა), მატრი (იუვენტუსი), მარკიზიო (იუვენტუსი), პალასიო (ჯენოა).

გადადებული მატჩი
13 დეკემბერი: ჯენოა-ინტერი

მომდევნო ტური
17 დეკემბერი: კიევო-კალიარი, ფიორენტინა-ატალანტა, მილანი-სიენა; 18 დეკემბერი: კატანია-პალერმო, ჩეზენა-ინტერი, ჯენოა-ბოლონია, იუვენტუსი-ნოვარა, პარმა-ლეჩე, ლაციო-უდინეზე, ნაპოლი-რომა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული