"ამ დროისთვის სკუდეტოს გამოკვეთილი პრეტენდენტები "მილანი" და "იუვენტუსი" არიან, თუმცა არც "ლაციოს" ჩამოწერა ღირს, რომელსაც ძალიან დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს. ამას გარდა, "ბიანკოჩელესტიში" კლოზე ბრწყინავს. ის ნამდვილი ჩემპიონივით თამაშობს.
არ უნდა დავივიწყოთ "ნაპოლიც", მიუხედავად იმისა, რომ მწვერვალისგან ჯერჯერობით შორს არის. თანაც, ახლა ჩემპიონთა ლიგაში პაუზაა და ნეაპოლელებს იტალიის ჩემპიონატში დაკარგულის აღდგენის შანსი აქვთ", - აღნიშნა ლიპიმ.