მილიტო იტალიის 2011 წლის ყველაზე ცუდი ფეხბურთელია

AutoSharing Option
"ინტერის" თავდამსხმელი, დიეგო მილიტო პრემია "ოქროს ურნის" გამარჯვებული გახდა, რომელსაც  Rai Radio2  2003 წლიდან იტალიის ჩემპიონატის წლის ყველაზე ცუდ ფეხბურთელს გადასცემს.

32 წლის არგენტინელს ხმა 3099 ადამიანმა მისცა. მეორე ადგილზე მცირედი ჩამორჩენით "იუვენტუსის" ფორვარდი ამაური გავიდა (2991 ხმა). მესამე ადგილი კი მილოშ კრასიჩმა დაიკავა (2180), რომელიც ამჟამად ასევე ტურინულ კლუბში გამოდის. გამოკითხვაში 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

სრული სია ასე გამოიყურება:
1. დიეგო მილიტო ("ინტერი"), 2. ამაური ("იუვენტუსი"), 3. მილოშ კრასიჩი ("იუვენტუსი"), 4. ფელიპე მელო ("იუვენტუსი"). 5. ლუკა ტონი
("იუვენტუსი"), 6. დიეგო ფორლანი ("ინტერი") 7. მაურო სარატე ("ლაციო"), 8. ზე ედუარდუ ("ჯენოა") 9. ადრიან მუტუ ("ფიორენტინა") 10. სანტიაგო სილვა ("ფიორენტინა").
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული