მაცარი: "ნოვარასთან" ადვილი არ იყო

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავკაცმა, ვალტერ მაცარიმ იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურში "ნოვარასთან" (1:1) მატჩზე ისაუბრა.

"ნოვარასთან" დაპირისპირება ადვილი არ იყო. მეტოქე ორგანიზებულად მოქმედებდა და შეტევისთვის თავისუფალ ზონებს პრაქტიკულად არ გვიტოვებდა. შედეგზე გავლენა რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა: დაღლილობა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ და ხელოვნური საფარი.

თუმცა ნაადრევად დამწუხრება არ ღირს. ტურნირში კიდევ ბევრი მატჩია და ევროთასებიც თებერვლამდე არ იქნება. ამიტომ ჩემპიონატისთვის მშვიდად უნდა მოვემზადოთ და ქულები დავაგროვოთ", - განაცხადა მაცარიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული