ფორლანი "ჯენოასთან" ითამაშებს

AutoSharing Option
"ინტერის" ურუგვაელი თავდამსხმელი დიეგო ფორლანი, რომელიც ოქტომბრის შემდეგ მოედანზე არ გამოსულა, 23-კაციან შემადგენლობაში მოხვდა, რომელიც "ჯენოასთან" მატჩისთვის გაცხადდა.

მიმდინარე სეზონში 32 წლის ფეხბურთელმა მილანელთა რიგებში 5 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი 6 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო.

"ჯენოასთან" მატჩისთვის რანიერიმ განაცხადში შემდეგი ფეხბურთელები შეიყვანა:

მეკარეები: სეზარი, კასტელაცი, ორლანდონი
მცველები: კორდობა, ძანეტი, ლუსიუ, მაიკონი, კალდიროლა, რანოკია, სამუელი, ფარაონი, ნაგამოტო.
ნახევარმცველები: მოტა, ალვარესი, პოლი, კამბიასო, ობი, კოუტინიო, მუნტარი.
თავდამსხმელები: ფორლანი, პაცინი, მილიტო, სარატე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული