გენუაში დანდობა არ იქნება

AutoSharing Option
დღეს, "სტადიო მარასიზე" "ჯენოა" "ინტერს" უმასპინძლებს და იტალიური საფეხბურთო სამყაროს ყურადღება სწორედ ამ მატჩისკენ არის მიპყრობილი.

მილანურმა გრანდმა შაბათს "ფიორენტინა" დაამარცხა უპრობლემოდ და კიდევ ერთხელ დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ კლაუდიო რანიერის გუნდი აღმავლობის გზას დაადგა.

ასეთი რამ მიმდინარე სეზონში უკვე არაერთხელ ითქვა და საინტერესოა, ამჯერად მაინც თუ შეძლებს "ნერაძური" გულშემატკივართა იმედების გამართლებას - მიჯრით მოიგებს მეორე შეხვედრას და რეალურად დაძლევს კრიზისს, თუ "ფიორენტინასთან" ნაჩვენები დამაჯერებელი თამაში ფრანგმენტად დარჩება?...

"ინტერს" ტრავმირებული ფეხბურთელები ნამდვილად არ აკლდა, წინ ტურში კი დაშავებულთა რიცხვს
დიეგო მილიტო შეუერთდა - მართალია, არგენტინელ ფორვარდს მიკრო-ტრავმა აქვს, მაგრამ დიდი ალბათობით, "ჯენოას" წინაარმდეგ თამაშს ვერ შეძლებს.

არადა, დიეგო სწორედ გენუური კლუბიდან გადავიდა "ინტერში" და როგორც თავად განაცხადა, ყოფილ გუნდთან თამაში ძალიან უნდა. "გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, კლაუდიო რანიერი შეტევის წინა ხაზზე ჯამპაოლო პაცინისა და მაურო სარატეს ტანდემს გაამწესებს - მოვუსმინოთ "ინტერის" მთავარ მწვრთნელს:

"სწორ გზას ვადგავართ და "ფიორენტინასთან" თამაშმა ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. მთავარია, ასევე გავაგრძელოთ და ნებისმიერ შეხვედრაში მაქსიმალურად დავიხარჯოთ. ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს, ამიტომ, ყურადღებით ყოფნაა საჭირო. "ჯენოა" დიდი ტრადიციების გუნდია, განსაკუთრებით ძლიერი საკუთარ მოედანზე - მეტოქე პირველი ნომრიდან თამაშს შეეცდება, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ. ამისთვის მაღალ სისწრაფეებზე თამაში, პრესინგი და ბურთზე კონტროლის დაწესებაა საჭირო".

ჯერჯერობით, ინარჩუნებს "ჯენოას" მთავარი მწვრთნელის პოსტს ალბერტო მალეზანი და "ინტერთან" არდამარცხების შემთხვევაში, ადგილს მნიშვნელოვნად განიმტკიცებს - ეს ყველაფერი გენუელთა მთავარ მწვრთნელს კარგად ესმის და ამად არის, რომ შეგირდებს საბრძოლველად გეშავს.

ბოლოს, სწორედ "ჯენოას" თავკაცს მოვუსმინოთ: "გასვლაზე "სიენასთან" მოპოვებული სამი ქულა ჰაერივით გვჭირდებოდა, "ინტერის" დამარცხება კი საკუთარი თავის რწმენას გაგვიაათმაგებს. ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ "ნერაძურისთან" მატჩი ჩვენთვის სასურველი რეზულტატით დავასრულოთ. ჩემი ხედვით, წარმატების მთავარი საწინდარი შეტევაა, მაგრამ დაცვაშიც ყურადღებით გვმართებს თამაში, რადგან "ინტერი" კონტრიერიშებზე ძალიან სახიფათოა. ვნახოთ, წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული