ფრანკო ბალდინი: ლუის ენრიკე არასდროს ნებდება

AutoSharing Option
"რომას" გენერალურმა დირექტორმა ფრანკო ბალდინიმ გუნდის თავკაც ლუის ენრიკეზე ისაუბრა. დაირხა ხმები, რომ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ესპანელი სპეციალისტი, შესაძლოა, თანამდებობიდან მალე გადადგეს.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ "რომამ" სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა.

"უპირველეს ყოვლისა, ლუის ენრიკე არაჩვეულებრივი მწვრთნელი და შესანიშნავი ადამიანია. ფეხბურთში მოქმედებს წესი "არასდროს თქვა არასდროს" იმიტომ, რომ წინასწარ განსაზღვრული არაფერია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მწვრთნელი არასდროს დანებდება. ის მებრძოლია", - განაცხადა ბალდინიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული