მაროტა: ამაური წავა, კრასიჩი დარჩება

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ გუნდის ორ პრობლემურ ფეხბურთელზე - ნახევარმცველ მილოშ კრასიჩსა და ფორვარდ ამაურიზე ისაუბრა.

"ამაური "ტოტენჰემში"?  კლუბს ამ ტრანსფერის განხორციელების სურვილი აქვს. მოთამაშეს მის მოთხოვნებზე უნდა გავესაუბროთ.

რაც შეეხება კრასიჩს, აქ ყველაფერი რთულადაა. ის, როგორც ფეხბურთელი, უარესდება, მაგრამ ჯერჯერობით მაინც "იუვენტუსისთვის" ფასეულ მოთამაშედ რჩება. მას იტალიის ჩემპიონატში ჩვენი დახმარება შეუძლია, მაგრამ მზად ვართ, მისი ტრანსფერის შესაძლებლობაც განვიხილოთ", - თქვა მაროტამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული