თითქმის გადაჭედილ "ოლიმპიკოზე" საინტერესო მატჩი შედგა, რომელიც ორივე გუნდისთვის მეტნაკლებად მისაღები შედეგით დასრულდა.
მართალია, რომაელებს ჰაერივით სჭირდებოდათ სამი ქულა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად განახევრებული შემადგენლობით უწევდათ ასპარეზობა, წესით მოპოვებული ქულით მთლად უკმაყოფილონი არ უნდა დარჩენილიყვნენ და ეს მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში ფრანჩესკო ტოტიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
მოკლედ ვთქვათ, რომ ანგარიში სტარტზევე გაიხსნა
ტურინელთა იერიშებმა შედეგი 61-ე წუთზე გამოიღო, როდესაც მრავალსვიანი კომბინაცია ჯორჯო კიელინიმ თავური დარტყმით დააგვირგვინა - ზუსტად ერთ წუთში ერიკ ლამელა მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და თერთმეტმეტრიანი მოინადირა, თუმცა... ფრანჩესკო ტოტის "გმირობის" შესახებ თავშივე გითხარით. საყაიმო რეზულტატი საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ "იუვეს" ლიდერობა დაებრუნებინა, "რომას" კი ლიდერთა კოჰორტამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია.
ტურის სიმბოლური ნაკრები
ბუფონი (იუვენტუსი) - მაიკონი (ინტერი), დე როსი (რომა), ჰაინცე (რომა), მარკეზე (კატანია) - ისლა (უდინეზე), როსი (ჯენოა), კოუტინიო (ინტერი) - კლოზე (ლაციო), დი ვაიო (ბოლონია), მუტუ (ჩეზენა).
სიმბოლური ნაკრები ტრადიციულად ძალიან შემტევია და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან გულშემატკივრებს გოლები ახარებთ, რომლებსაც როგორც წესი შემტევი ფეხბურთელები იტანენ. თუმცა, სანამ თავდასხმაზე გადავიდოდეთ, მცველებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა...
"რომას" ყველაზე მეტად ნახევარდაცვაში უჭირდა და ამად იყო, რომ პირველად ამ სეზონში, ლუის ენრიკეს გუნდი ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლით მეტოქეს ჩამორჩა. "იუვენტუსმა" უპირატესობით წარმართა შეხვედრა და ის, რომ საყაიმო რეზულტატი დაფიქსირდა, დიდწილად "რომას" დაცვის ცენტრალური ტანდემის დამსახურება გახლავთ.
გაბრიელ ჰაინცემ და დანიელე დე როსიმ თავისი საქმე ბრწყინვალედ გააკეთეს და დაიმსახურეს კიდეც ადგილი სიმბოლურ ნაკრებში. მარჯვენა ფრთის მცველებს შორის დუგლას მაიკონი გამოირჩა, მარცხენა ფრთაზე კი სიცილიელი მარკეზე..
ნახევარდაცვაში ისლას ვხედავთ, რომელიც წინა ტურში სულაც გმირი გახლდათ, მის მხარდამხარ კი როსის "ჯენოადან" და კოუტინიოს "ინტერიდან" - ორივე მათგანმა დიდი წვლილი შეიტანა თავთავიანთი გუნდების გამარჯვებაში. თავდასხმაში ვეტერანები გვყავს: ადრიან მუტუმ "პალერმოს" გაუტანა გამარჯვების გოლი, მარკო დი ვაიომ "ბოლონიას" "მილანთან" ქულა ააღებინა, მიროსლავ კლოზემ კი ... მასზე ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.
ტურის გმირი
მიროსლავ კლოზეს უკვე ათი გოლი აქვს გატანილი "ლაციოს" შემადგენლობაში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ რომაული გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალაა. ეს სერია A-ს გასულ ტურშიც ნათლად დადასტურდა - მირომ სერსე კოსმის გაწვრთნილ "ლეჩეს" დუბლი შეუსრულა და "ბიანკოჩელესტეს" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. მატჩის შემდეგ, გერმანელი ბედნიერი გახლდათ და პრესასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"ძალიან მიხარია, რომ ორი გოლი გავიტანე და ამით, გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულების მოპოვებაში დავეხმარე. სატურნირო ცხრილში მაღალი პოზიცია გვიკავია, რაც ენთუზაზმს გვიორმაგებს - ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა და მჯერა, რომ ამოცანას წარმატებით გადავჭრით".
ტურის ფრაზა
მასიმილიანო ალეგრი (მილანის მთავარი მწვრთნელი): "ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მართლაც გააფორმა ვარდნა და ისე მოინადირა თერთმეტმეტრიანი, მაგრამ ეს ყველაფერი ხშირად ინსტიქტების დონეზე ხდება - ამიტომ, შეგირდს ვერაფერში დავადანაშაულებ".
გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
X ტური, ინტერი-იუვენტუსი, 75 000 გულშემატკივარი
ყველაზე დაბალი დასწრება:
II ტური, კიევო-ნოვარა, 7 000 გულშემატკივარი
ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
მილანი-კატანია 4:0 (XI ტური), მილანი-კიევო 4:0 (XIII).
ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ინტერი-ნაპოლი 0:3 (VI ტური), კალიარი-ლაციო 0:3 (X).
ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
პალერმო-ინტერი 4:3 (II ტური), ლეჩე-მილანი 3:4 (VIII).
სერიები
მოგება: უდინეზე - 3 თამაში
წაგება: ლეჩე - 4
წაუგებლად: იუვენტუსი - 14
მოუგებლად: სიენა - 5
გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 31 გოლი - მილანი; 25 - იუვენტუსი; 22 - ლაციო, ნაპოლი.
საუკეთესო დაცვა: 7 გაშვებული - უდინეზე; 11 - იუვენტუსი, ლაციო.
უარესი თავდასხმა: 7 გოლი - ჩეზენა; 11 - კიევო; 12 - კალიარი.
უარესი დაცვა: 26 გაშვებული - ლეჩე; 25 - ნოვარა; 20 - პარმა, კატანია.
ზუსტი გადაცემები: 7978 - მილანი; 7312 - იუვენტუსი; 7029 - რომა.
კარის მიმართულებით დარტყმები: 242 - იუვენტუსი; 221 - მილანი; 215 - რომა.
კარში დარტმები: 88 - იუვენტუსი; 81 - მილანი; 67 - კატანია.
ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები:
10 - დენისი (ატალანტა), დი ნატალე (უდინეზე); 9 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 8 - კლოზე (ლაციო); 7 - ედინსონ კავანი (ნაპოლი), სებასტიან ჯოვინკო (პარმა).
ასისტენტები:
7 - ანტონიო კასანო (მილანი); 6 - ალბერტო აკვილანი (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა); 5 - ჯიბრილ სისე (ლაციო); 4 - როდრიგო პალასიო (ჯენოა), გასტონ რამირესი (ბოლონია), ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა).
ზუსტი პასები
1003 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 964 - დანიელე დე როსი (რომა); 937 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 890 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 850 - ტიაგო სილვა (მილანი); 822 - მიგელ ველოზო (ჯენოა).
კარის მიმართულებით დარტყმები
65 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 56 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 54 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 46 - ერნანესი (ლაციო); 45 - ადრიან მუტუ (ჩეზენა).
კარში დარტყმები
27 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 20 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 18 - ხერმან დენისი (ატალანტა), ადრიან მუტუ (ჩეზენა); 17 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 16 - ედინსონ კავანი (ნაპოლი).
ჯარიმები
38 - ხერმან დენისი (ატალანტა); 37 - სტეფანო მორონე (პარმა), დანიელე კონტი (კალიარი); 36 - პანაიოტის კონე (ბოლონია), ხუან კუადრადო (ლეჩე); 35 - ჯამპიერო პინცი (უდინეზე), ლუკა ჩიგარინი (ატალანტა).
ციფრები და ფაქტები
- ბოლო 2 სეზონის განმავლობაში, ფრანჩესკო ტოტიმ 11 პენალტი დაარტყა და იქიდან 3 გააფუჭა;
- "რომას" "იუვენტუსთან" გამართულ ბოლო 7 საშინაო შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულა აქვს აღებული;
- "ფიორენტინამ" მიჯრით მე-11 შეხვედრა წააგო ჯუზეპე მეაცაზე, როგორც სერია A, ისე სათასო ბატალიებში;
- მიმდინარე სეზონში, ჯამპაოლო პაცინიმ პირველი გოლი გაიტანა ჯუზეპე მეცაზე;
- "ბოლონიასთან" პაექრობაში "მილანმა" 372-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა;
- "ნაპოლის" ნახევარმცველმა ბლარიმ ჯემაილმა მიჯრით მეორე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა, აქამდე კი მის ანგარიშზე ერთადერთი შედეგიანი დარტყმა იყო 87 შეხვედრაში;
- "ნოვარას" ფეხბურთელმა ივან რადოვანოვიჩმა პირველი გოლი გაიტანა კარიერაში;
- "ჩეზენას" "რენცო ბარბერაზე" 1994 წლის შემდეგ არ წაუგია, 3-ჯერ ფრედ დაასრულა შეხვედრა, 2-ჯერ კი მოიგო;
- "ლეჩე" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ კიდევ არ მოუგია საკუთარ მოედანზე;
- "ლეჩეს" კაპიტანმა გილიერმო ჯაკომაციმ მე-200 შეხვედრა ჩაატარა სერია A-ში;
- მიმდინარე სეზონში, "ლაციო" გასვლაზე ჯერ არ დამარცხებულა;
- მიროსლავ კლოზემ მეათე გოლი გაიტანა "ლაციოს" შემადგენლობაში, ლორიკ ცანამ პირველი;
- "უდინეზე" ერთადერთი გუნდია, რომელმაც ყველა საშინაო შეხვედრა მოიგო;
- "კიევოს" თავდამსხმელმა ალბერტო პალოსკიმ მეათე გოლი გაიტანა სერია A-ში;
- "ჯენოამ" 16 თებერვლის შემდეგ პირველად შეინახა კარი მშრალად გასვლით პაექრობაში;
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 14 8 6 0 25-11 30
2. უდინეზე 14 9 3 2 18-7 30
3. მილანი 14 8 4 2 31-16 28
4. ლაციო 14 8 4 2 22-11 28
5. ნაპოლი 14 5 6 3 22-14 21
6. პალერმო 14 6 2 6 16-16 20
7. ჯენოა 13 5 3 5 16-16 18
8. კალიარი 14 4 6 4 12-13 18
9. რომა 14 5 3 6 16-18 18
10. კატანია 14 4 6 4 15-20 18
11. ინტერი 13 5 2 6 16-18 17
12. პარმა 14 5 2 7 15-20 17
13. ატალანტა 14 5 7 2 17-16 16
14. ფიორენტინა 14 4 4 6 13-13 16
15. კიევო 14 4 4 6 11-18 16
16. ბოლონია 14 4 3 7 13-20 15
17. სიენა 14 3 5 6 14-14 14
18. ჩეზენა 14 3 3 8 7-15 12
19. ნოვარა 14 2 5 7 15-25 11
20. ლეჩე 14 2 2 10 13-26 8
შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა
მომდევნო ტური
17 დეკემბერი: კიევო-კალიარი, ფიორენტინა-ატალანტა, მილანი-სიენა; 18 დეკემბერი: კატანია-პალერმო, ჩეზენა-ინტერი, ჯენოა-ბოლონია, იუვენტუსი-ნოვარა, პარმა-ლეჩე, ლაციო-უდინეზე, ნაპოლი-რომა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"