ტურინის "იუვენტუსში" სათამაშო პრაქტიკის არმქონე სერბი ფეხბურთელი შესაძლოა, "ნისლიან ალბიონზე" გადავიდეს. ყოველ შემთხვევაში, ინგლისურ და ესპანურ მედიაში მილოშის კარიერის სწორედ ასეთ განვითარებას ვარაუდობენ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცს, სერ ალექს ფერგიუსონს, მოთამაშის შეძენა იანვარში სურს. "იუვენტუსი" თავის მხრივ კრასიჩის იჯარის წესით გაშვებაზე თანახმაა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა კრასიჩით "მილანი" და "ჩელსია" დაინტერესებული.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.