იეპესი მძიმედ დაშავდა

AutoSharing Option
"ბოლონიასთან" პაექრობაში "მილანის" 35 წლის მცველმა, მარიო იეპესმა ტრავმა მიიღო და თამაშის დასრულებისთანავე დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდა.

ექიმებმა მალევე დასვეს ზუსტი დიაგნოზი, რომელიც ფეხბურთელისთვის რბილად რომ ვთქვათ არასასიამოვნო გამოდგა: მარიოს ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი, სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რის შემდეგაც მინიმუმ 10-12 კვირიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს.

ერთი სიტყვით, კოლუმბიელი მცველი დაახლოებით სამი თვით ჩამოშორდა ფეხბურთს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ სეზონის ბოლოს თუ დაეხმარება "როსონერის".

საგულისხმოა, რომ სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე იეპესის ტრავმას "მილანის" გულშემატკივართა ნაწილი დიდი სიხარულით შეხვდა - ბევრს უკვირს
რატომ ენდობა მასიმილიანო ალეგრი ვეტერან კოლუმბიელს, რომელიც დაცვაში საიმედო თამაშით საუკეთესო წლებშიც არ გამოირჩეოდა.

"ბოლონიასთან" თამაშმა ბევრი კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ "მილანის" კალიბრის გუნდში 35 წლის იეპესის ადგილი უბრალოდ არ არის - ერთ-ერთ ეპიზოდში, გასტონ რამირესმა მარიოს დაახლოებით 10-მეტრიანო დისტანცია ამოუქაჩა და ბურთთან პირველი მივიდა, რამაც კოლუმბიელი მწყობრიდან გამოიყვანა - შეხვედრის დარჩენილ ნაწილში იეპესი აგრესიულობით გამორჩეოდა, ხისტ ორთაბრძოლებში შედიოდა და ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში მყესები გაიწყვიტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული