აბიატი გამოჯანმრთელდა

AutoSharing Option
კრისტიან აბიატი გამოჯანმრთელდა და როგორც "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, უკვე სერია A-ს მომდევნო პაექრობაში "მილანის" კარს სწორედ ის დაიცავს.

34 წლის კიპერმა ტრავმის გამო სამი თამაში გამოტოვა, რაც "მილანს" როგორც მინიმუმ ორი ქულის დაკარგვად დაუჯდა - დიახ, "ბოლონიამ" "როსონერის" მეორე და გამათანაბრებელი გოლი სწორედ აბიატის შემცვლელის, მარკო ამელიას შეცდომის წყალობით გაიტანა. მასიმილიანო ალეგრი გახარებულია ახალი ამბავით, რასაც არც ჟურნალისტებთან მალავს:

"შეცდომა ყველას მოსდის და გამონაკლისი არც ამელიაა, ასე რომ, მის გაკრიტიკებას ნამდვილად არ ვაპირებ. თუმცა, არ დავმალავ, რომ ძალიან მახარებს
კრისტიან აბიატის გამოჯანმრთელების ამბავი. პირველ ვარჯიშზე თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკვე მზადაა დაბრუნდეს ძირითად შემადგენლობაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული