ტოტი: მგონი დროა "რომადან" წავიდე

AutoSharing Option
"რომას" თავდამსხმელი და კაპიტანი, ფრანჩესკო ტოტი, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის მე-15-ე ტურის მატჩში "იუვენტუსთან" პენალტი ვერ გამოიყენა, საკუთარ შეცდომაზე მტკივნეულად რეაგირებს.

"თუ ასე გაგრძელდა, რომ გულშემატკივრები და პარტნიორები "რომას" ყველა წარუმატებლობაში დამნაშავედ მე მიმიჩნევენ, მზად ვარ წავიდე. ალბათ, ჩემთვისაც დროა…

ბოლო დროს ამაზე ხშირად ვფიქრობ. თუ სეზონის ბოლომდე არაფერი შეიცვალა, წასვლას მართლა გადავწყვეტ", - განაცხადა 35 წლის ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული