კანავარო: სირცხვილი იყო, შარშან "ოქროს ბურთი" მესიმ რომ აიღო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, 2006 წლის "ოქროს ბურთის" ლაურეატმა ფაბიო კანავარომ , მიმდინარე წელს ამ ჯილდოს ფავორიტი დაასახელა.

"მე ხმას ჩავის მივცემდი. ის კლუბსა და ნაკრებში თავისი თამაშით ამ ჯილდოს ნამდვილად იმსახურებს.

სამარცხვინო იყო, შარშან "ოქროს ბურთი" მესის რომ მისცეს, არაჩვეულებრივი ჩავი და ინიესტა კი, რომლებმაც თავის ქვეყანას მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინეს, უკან დარჩნენ", - განაცხადა კანავარომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული