მართალია, იტალიაში ზამთრის ჩემპიონობას იმდენად დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, როგორსაც მაგალთად გერმანიაში, მაგრამ მაინც საგულისხმო ამბავია - სწორედ ამ საკითხზე, "კორიერე დელო სპორტი" "იუვენტუსის" ნახევარმცველს კლაუდიო მარკიზიოს გაესაუბრა, რომელიც მიმდინარე სეზონში შეუდარებლად ასპარეზობს...
- საშობაო შესვენებამდე ორი ტურია დარჩენილი, გახდება "იუვენტუსი" ზამთრის ჩემპიონი?
- ძალიან რთულია ამაზე დარწმუნებით საუბარი, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, ზამთრის
- მომდევნო ტურში "ნოვარასთან" გიწევთ დაპირისპირება, შემდეგ კი "უდინეზეს" უნდა შეხვდეთ...
- "ნოვარასთან" პაექრობაში "იუვენტუსი" ფაორიტია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამ ქულას იოლად მოვიპოვებთ. მართალია, მეტოქე სერია A-ში წელს აღზევდა, მაგრამ უკვე დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. "ნოვარამ" "ინტერს" და "ნაპოლის" დააკარგვინა ქულები, ეს კი ბევრს ნიშნავს. ამიტომ, მაქსიმალრი ყურადრებით გვმართებს თამაში. რაც შეეხება "უდინეზეს", ეს გუნდი ტურიდან ტურამდე მაოცებს და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება სეზონის ბოლომდე. აღფრთოვანებული ვარ ფრანჩესკო გვიდოლინის მუშაობით, ფანტასტიკური სოეციალისტია.
- მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობთ და გუნდის ლიდრად ყალიბდებით...
- მე თვითონ გავირვეული ვარ იმით, რომ ამდენი გოლი გამაქვს და ბომბარდირთა დავაშიც კი ჩავერიე. ეს უფრო ანტონიო კონტეს დამსახურება მგონია, რომელიც ყოველთვის პოულობს საჭირო სიტყვებს საიმისოდ, რომ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინო. რეალურად,. "იუვეს" პროგრესის მთავარი შემოქმედი სწორედ მთავარი მწვრთნელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"