თუმცა, ლიგაში თამაშმა გუნდს დიდი ენერგია წაართვა, რაც სამხრეთელთა სერია A-ში ასპარეზობაზე უარყოფითად აისახა. ვალტერ მაძარის გუნდს 14 ტურის შემდეგ 21 ქულა აქვს მოგროვილი და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეხუთე ადგილზეა. რაც მთავარია, ნეაპოლელებს ლიდერამდე მთელი ცხრა ქულა აშორებთ, ეს კი არც თუ ისე ცოტაა. "გაძეტა დელო სპორტს" "ნაპოლის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკი გაესაუბრა და შემდეგი განუცხადა:
"ზამთრის შესვენებამდე ორი შეხვედრა გვაქვს გასამართი, რომლებიც აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით
საბედნიეროდ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დავძლიეთ, დროა მთლიანად ეროვნულ პირველობაზე გადავერთოთ და ქულები აქეთ-იქით აღარ ვარიგოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"