"იუვენტუსი" ალბიოლის იჯარით აყვანას აპირებს

AutoSharing Option
მადრიდის  "რეალის" 26 წლის ცენტრალური მცველი, რაულ ალბიოლი, რომელიც ჟოზე მოურინიოს გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, ზამთარში ალბათ გუნდს შეიცვლის.

ამასთან, ტურინის "იუვენტუსი" კვლავ ცენტრალური მცველის ძიებაშია და შესაძლოა, "რეალს" ამ ფეხბურთელის იჯარით დათმობა სთხოვოს.

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელით "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა უკვე დაინტერესდა, მაგრამ კონკრეტულ წინადადებამდე საქმე არ მისულა.

მიმდინარე სეზონში ალბიოლმა თავის კლუბში სულ რვა მატჩი ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული