"იუვენტუსი" ერთპიროვნული ლიდერია

AutoSharing Option
შაბათის შეხვედრებიდან ყველაზე დიდ ინტერესს "მილანისა" და "სიენას" პაექრობა იწვევდა - მართალია, ამ შეხვედრაში ფავორიტი თავიდანვე გამოკვეთილი გახლდათ, მაგრამ ბევრი მაინც ბრძოლას მოელოდა. სენსაციის მოყვარულთა მოლოდინი არ გამართლდა, რადგან "მილანმა" განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა მეტოქე და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

მთელი შეხვედრის განმავლობაში იგრძნობოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მილანელებს მომატება შეეძლოთ - შედარებით აქტიურად მასპინძლებმა მეორე ტაიმი წარმართეს და სწორედ ანტრაქტის შემდეგ გატეხეს მეტოქე. 55-ე წუთი მიმდინარეობ
და, როდესაც ლომბარდიელებმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტიეს, საჯარიმოში გაკეთებულ დაბალ გადაცემას კი ანტონიო ნოჩერინო გამოეხმაურა და უზუსტესი დარტყმით ბურთი ტოსკანელთა კარის ჩარჩოში მოათავსა, 1:0.

ნოჩერინო მართლაც ფანტასტიკურ სეზონს ატარებს, "პალერმოში" ბევრი არაფრით გამორჩეული შუახაზელი ლომბარდიულ გრანდში ბოლომდე გაიხსნა და გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად ყალიბდება. მეორე გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიითვალა აქტივში, რომელმაც კევინ პრინც ბოატენგის მიერ მონადირებული თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია, 2:0.

ნამატჩევს, მასიმილიანო ალეგრი უკმაყოფილო გახლდათ შეგირდთა ასპარეზობით და ერთობ მოულოდნელი კომენტარი გააკეთა:

"მადლობა ღმერთს სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში, არადა, თამაში არ გამოგვივიდა და თავისუფლად შეიძლებოდა მინიმუმ ორი ქულა დაგვეკარგა. კარგია, რომ ზამთრის შესვენება მოდის, ბევრი რამეა შესაცვლელი და პაუზას აუცილებლად ნაყოფიერად გამოვიყენებთ. თუმცა, იქამდე "კალიარისთან" გვიწევს დაპირისპირება, გუნდთან, რომელიც საკუთარ მოედანზე განსაკუთრებულად ძლიერია. ამიტომ, სრული მობილიზება გვმართებს".

"ატალანტამ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიმდინარე სეზონში ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალაა. ბერგამოელები "ფიორენტინას" ესტუმრნენ და საპატიო ფრეს მიაღწიეს. ეგ კი არა, სტუმრებს სულ ცოტა დააკლდათ საიმისოდ, რომ სახლში სულაც სამი ქულით ხელდამშვენებულნი დაბრუნებულიყვნენ. 86-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ხერმან დენისმა ანგარიში 1:2 გახადა, თუმცა სტუმრებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს - თამაშის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე, სტევან იოვეტიჩმა შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა, 2:2. ნამატჩევს, დელიო როსიმ შეგირდთა მებრძოლ ხასიათზე გაამხვილა ყურადღება:

"მიზნად მხოლოდ სამი ქულის მოპოვება გვქონდა დასახული და შედეგით ვერ ვიქნები კმაყოფილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეგირდების მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს. მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია. სწორ გზას ვადგავართ და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ეს შედეგს გამოიღებს".

საინტერესო მატჩი გაიმართა "ჩეზენასა" და "ინტერს" შორის, რომელიც სტუმართა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა, 0:1. არადა, ბევრს ეგონა, რომ ბოლო ხანს მოძლიერებული "ჩეზენა" მილანურ გრანდს მინიმუმ ქულას აართმევდა. რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა, სამივე ქულა "ინტერს" დარჩა და დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, "ნერაძურიმ" გამოიღვიძა.

დიახ, მილანურმა გრანდმა მიჯრით სამი შეხვედრა მოიგო და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მგომარეობა. ფორვარდების პასიურობის ფონზე, გოლების გატანა უკანახაზელებმა დაიწყეს - თუ წინა ტურში, უფრო სწორად გადადებულ მატჩში "ინტერმა" ნაგატომოს შედეგიანი დარტყმით მოუგო "ჯენოას", ამჯერად, ერთადერთი და გამარჯვების გოლი ანდრეა რანოკიას ანგარიშზეა. მატჩის შემდეგ, კლაუდიო რანიერიმ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს:

"წინსვლა სახეზეა, რის ხარჯზეც უკვე ამოვძვერით სატურნირო ცხრილის ფსკერიდან და ლიდერებს მივუახლოვდით. თუმცა, ჯერ კიდევ არ ვართ იქ, სადაც ჩვენი ადგილია და მუშაობა უფრო დიდი ენთუზიაზმით უნდა გავაგრძელოთ. ურთულესი მატჩი მოვიგეთ და სიმართლე გითხრათ, ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც მთავარია, ბევრად უკეთესად შეგვიძლია თამაში და ამაში მალე დარწმუნდებით. ძალიან გვაკლია ვესლი სნეიდერი და იმედია, მალე დაგვიბრუნდება".

პიემონტურ დერბიში "იუვენტუსმა" "ნოვარას" უმასპინძლა და მეტოქე განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა, 2:0. პირველი გოლი შეხვედრის სტარტზევე სიმონე პეპემ გაიტანა, თამაშის დასრულებამდე თხუთმეტი წუთით ადრე კი თავი ფაბიო კვალიარელამ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ანტონიო კონტემ გარკვეულ ექსპერიმენტებს მიმართა და შემადგენლობაც ნაწილობრივ გადაახალისა - მაგალითად, სათადარიგოებში დატოვა ალესანდრო მატრი, ძირითადში კი ვეტერანი ალექს დელ პიერო გაამწესა. ამასთან, კონტემ ახალი პოზიცია შეურჩია ემანუელე ჯაკერინის, რომელიც ანდრეა პირლოსთან და კლაუდიო მარკიზიოსთან ერთად, ნახევარდაცვაში გაამწესა.

"იუვემ" კოლოსალური უპირატესობით წარმართა შეხვედრა, რაზეც სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყველებს - თავად განსაჯეთ, ტურინელებს 66%-იანი ბურთის ფლობის მაჩვენებელი აქვთ, 12-ჯერ ჩააწოდეს კუთხური და რაც ყველაზე საინტერესოა, 21-ჯერ (!) დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით. ერთი სიტყვით, მასპინძელთა სრულიად დამსახურებული გამარჯვება და "იუვენტუსი" კვლავაც ჩემპიონატის ლიდერია.

ტრადიციულად, დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა სიცილიურმა დერბიმ, რომელიც "კატანიას" მიერ "პალერმოს" ძლევით დასრულდა. მაურიციო ძამპარინის გუნდს არ უდგას კარგი დროება, "პალერმო" თამაშს თამაშზე აგებს და თუ ასე გაგრძელდა, დავიდე მანჯას ახალი სამსახურის მოძებნა მოუწევს. ამის შესახებ უკვე აქტიურად ბჭობენ იტალიურ საფეხბურთო სამყაროში და ვინ იცის, იქნებ მწვრთნელის სკამი სულაც განვლილმა დერბიმ შეიწიროს. "კატანიამ" ამ გამარჯვებით სწორედ "პალერმო" ჩამოიტოვა და სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციაზე მოკალათდა.

აქვე ვთქვათ, რომ ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი იხილეს "ენიო ტარდინიზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა - 86-ე წუთამდე "ლეჩე" ორი ბურთის სხვაობით ამარცხებდა "პარმას", თუმცა ბოლოს სტუმრებმა კონცენტრაცია დაკარგეს, ორი დასანანი გოლი გაუშვეს. შესაბამისად, სერსე კოსმის გუნდი სატურნირო ცხრილში კვლავაც ბოლო ადგილზე განისვენებს.

სტუმართაგან ორჯერ დი მიკელე, ერთხელ კი კუადრადო გამოირჩა; რაც შეეხებათ ემილიელებს, თავი ფლოკარიმ, პელემ და გალოპამ გამოიჩინეს. პარმეზანელთა მიზანი სამი ქულის მოპოვება გახლდათ, მაგრამ თამაშის სცენარის გათვალისწინებით, შედეგით კმაყოფილნი სწორედ მასპინძლები დარჩნენ.

იტალია. სერია A. XVI ტური
კიევო-კალიარი 2:0
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, ცეზარი, ანდრეოლი, დრამე (36. სარდო) - ბიაბიანი, ჰეტემაი, ლუჩანო - თერეუ (79. ვაჩეკი) - პელისიერი, პალოსკი (84. სამარკო).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო (60. პერიკო), კანინი, არიაუდო, აგოსტინი - ბიონდინი (87. მურუ), კაპელინი (59. რუი სამპაიო), ნაინგოლანი - რიბეირო - იბარბო, ლარივეი.
გოლები: 1:0 თერეუ (35), 2:0 სარდო (57).
გაფრთხილება: ფრეი, ლუჩანო - აგოსტინი, ბიონდინი.
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 13(7)-7(4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 11 000

მილანი-სიენა 2:0
მილანი (4-3-1-2): ამელია - ბონერა, მექსე, ტიაგო სილვა, ტაივო - ზეედორფი (55. აკვილანი), ვან ბომელი, ნოჩერინო - ბოატენგი (73. ემანუელსონი) - რობინიო (66. პატო), იბრაჰიმოვიჩი.
სიენა (4-4-2): ბრკიჩი - ვიტიელო, როსეტინი, ტერცი, დელ გროსო - ანჯელო, ბოლცონი, გაცი (60. გროსი), რეჯინალდო (57. დაფოსტინო) - კალაიო, ბრიენცა (82. დესტრო).
გოლები: 1:0 ნოჩერინო (54), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (63-პენ.).
გაფრთხილება: ზეედორფი - ბრკიჩი, გაცი.
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 5-18; თამაშგარე: 3-9; კარში დარტყმა: 15(6)-7(3); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 55 000

ფიორენტინა-ატალანტა 2:2
ფიორენტინა (4-3-1-2): ბორუცი - დე სილვესტრი, გამბერინი, ნასტასიჩი, პასკუალი - ბეჰრამი, სალიფუ (66. ხარჯა), ვარგასი (51. რომულო) - ლაძარი - ჯილარდინო (77. ბაბაქარი), ლიაიჩი.
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - მაზიელო, ლუკინი, მანფრედინი, პელუზო - კარმონა, ჩიგარინი, შელოტო, პადოინი (57. მარილუნგო) - მორალესი (67. ბონავენტურა) - დენისი.
გოლები: 1:0 ჯილარდინო (9), 1:1 მაზიელო (81), 1:2 დენისი (86), 2:2 იოვეტიჩი (88).
გაფრთხილება: ბეჰრამი - მაზიელო, ჩიგარინი.
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 12(5)-6(2); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 23 000

კატანია-პალერმო 2:0
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ალვარესი, ბელუში, ლეგროტალიე, მარკეზე - დელ ვეკიო, ლოდი, ალმირონი (76. შაკა) - გომესი, ბარიენტოსი (80. რიკიუტი), მაქსი ლოპესი (67. ბერგესიო).
პალერმო (4-4-2): ბენუსი - მილიაჩო, სილვესტრი, მანტოვანი (65. ვარელა), ბალცარეტი - ალვარესი (83. ბუდანი), ბერტოლო, ბარეტო, დელა როკა - მიკოლი (46. პინილია), ილიჩიჩი.
გოლები: 1:0 ლოდი (32), 2:0 მაქსი ლოპესი (66-პენ.).
გაფრთხილება: ბელუში, დელ ვეკიო, ალმირონი - სილვესტრი, ბარეტო, დელა როკა, ბერტოლო, პინილია.
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 18-21; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 15(7)-6(3); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 20 000

ჩეზენა-ინტერი 0:1
ჩეზენა (4-2-3-1): ანტონიოლი - კომოტო, ფონ ბერგენი, როდრიგესი (87. ბენალოუანე), ლაურო - გუანა, ჩეკარელი (87. ბოგდანი) - კანდრევა, პაროლო, ედერი (68. გეზალი) - მუტუ.
ინტერი (4-4-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, რანოკია, ნაგატომო - მოტა, კამბიასო, ძანეტი, კოუტინიო (46. ობი) - მილიტო (89. სტანკოვიჩი), პაცინი (62. ფორლანი).
გოლი: 0:1 რანოკია (63).
გაფრთხილება: კომოტო, ლაურო (ჩეზენა).
კუთხური: 5-10; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 11(4)-9(2); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 18 000

ჯენოა-ბოლონია 2:1
ჯენოა (4-4-2): ფრეი - გრანკვისტი, მესტო, კალაძე, მორეტი - როსი, კონსტანტი (81. კარაჩოლო), ველოზო, მერკელი (70. ხორკერა) - პრატო, ზე ედუარდო (69. იანკოვიჩი).
ბოლონია (4-3-2-1): ჟილე - რაჯი, პორტანოვა, კრესპო, ჩერუბინი - პულცეტი (87. აკვაფრესკა), მუდინგაი, კონე - დიამანტი, რამირესი (70. კასანი) - დი ვაიო.
გოლები: 1:0 როსი (39), 1:1 რამირესი (50), 2:1 პრატო (85).
გაფრთხილება: კალაძე, მორეტი, როსი - პულცეტი, მუდინგაი, რამირესი.
კუთხური: 1-2; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 1-8; კარში დარტყმა: 10(5)-12(4); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 22 000

იუვენტუსი-ნოვარა 2:0
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარცალი, კიელინი, დე ჩელიე - მარკიზიო, პირლო (80. პაციენცა), ჯაკერინი - პეპე, კვალიარელა (77. მატრი), დელ პიერო (64. ესტიგარიბია).
ნოვარა (4-3-1-2): უიკანი - მორგანელა, ჩენტურიონი, ლუდი, დელაფიორე (19. პაჩი) - ჯემიტი, რადოვანოვიჩი, რიგონი - მარიანინი (55. პორკარი) - მეჯორინი, რუბინო (76. მაძარანი).
გოლები: 1:0 პეპე (4), 2:0 კვალიარელა (75).
გაფრთხილება: ჯაკერინი - ჩენტურიონი, მარიანინი.
კუთხური: 12-2; ჯარიმა: 20-9; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 21(12)-8(3); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 39 000

პარმა-ლეჩე 3:3
პარმა (4-4-1-1): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი, გობი - მოდესტო, მორონე, გალოპა, ვალიანი - ბიაბიანი - ფლოკარი.
ლეჩე (4-1-4-1): ჟულიო სერჟიო - ოდო, ფერარიო, კაროციერი, ესპოზიტო - შტრასერი - კუადრადო, ჯაკომაცი, ოლივერა, მურიელი - დი მიკელე.
გოლები: 1:0 ფლოკარი (18-პენ.), 1:1 დი მიკელე (58), 1:2 დი მიკელე (61), 1:3 კუადრადო (78), 2:3 პელე (86), 3:3 გალოპა (90).
გაფრთხილება: პალეტა, გობი, მორონე, გალოპა - კაროციერი, ფერარიო, დი მიკელე.
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 22-13; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 7(4)-8(4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 16 000

ლაციო-უდინეზე 2:2
ლაციო (3-5-2): ბიძარი - დიაკიტე, დიასი, რადუ - კავანდა (46. სკალონი), გონსალესი, ლედესმა, ლულიჩი, სკული (82. კოზაკი) - როკი (63. ერნანესი), კლოზე.
უდინეზე (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო, ფერონეტი - ბასტა (65. აბდი), პინცი, ისლა, ასამოა, პასკუალე - ტორიე (65. დი ნატალე) - ფლორო ფლორესი (89. დომიცი).
გოლები: 0:1 ფლორო ფლორესი (27), 1:1 ლულიჩი (42), 2:1 კლოზე (50), 2:2 პინცი (73).
გაფრთხილება: დიაკიტე, რადუ - ბენეტია, დანილო.
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 9(5)-6(3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 48 000

ნაპოლი-რომა 1:3
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - არონიკა, კანავარო, კამპანიარო (73. დოსენა) - მაჯო, ინლერი, გარგანო (66. მასკარა), ცუნიგა - ლავეცი (56. პანდევი), ჰამშიკი - კავანი.
რომა (4-3-1-2): სტეკელენბურგი - როზი, ჟუანი, ჰაინცე, ტაიდეი - სიმპილისიო, დე როსი, გრეკო (80. პეროტა) - ტოტი (88. ვივიანი) - ლამელა (71. ბოიანი), ოსვალდო.
გოლები: 0:1 დე სანკტისი (3-საკ. კარში), 0:2 ოსვალდო (59), 1:2 ჰამშიკი (82), 1:3 სიმპილისიო (90).
გაფრთხილება: ტოტი (რომა).
კუთხური: 12-2; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 10-4; კარში დარტყმა: 12(6)-11(4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 45 000

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 15 9 6 0 26-10 33
2. მილანი 15 9 4 2 33-16 31
3. უდინეზე 15 9 4 2 20-9 31
4. ლაციო 15 8 5 2 24-13 29
5. ინტერი 15 7 2 6 18-18 23
6. ნაპოლი 15 5 6 4 23-17 21
7. რომა 15 6 3 6 19-19 21
8. ჯენოა 15 6 3 6 18-18 21
9. კატანია 15 5 6 4 17-20 21
10. პალერმო 15 6 2 7 16-18 20
11. კიევო 15 5 4 6 13-18 19
12. კალიარი 15 4 6 5 12-15 18
13. პარმა 15 5 3 7 18-23 18
14. ატალანტა 15 5 8 2 19-18 17
15. ფიორენტინა 15 4 5 6 15-15 17
16. ბოლონია 15 4 3 8 14-22 15
17. სიენა 15 3 5 7 14-16 14
18. ჩეზენა 15 3 3 9 7-16 12
19. ნოვარა 15 2 5 8 15-27 11
20. ლეჩე 15 2 3 10 16-29 9

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები
11 - დენისი (ატალანტა); 10 - დი ნატალე (უდინეზე), - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 9 - კლოზე (ლაციო); 7 - ჯოვინკო (პარმა), კავანი (ნაპოლი), იოვეტიჩი (ფიორენტინა).

მომდევნო ტური
20 დეკემბერი: სიენა-ფიორენტინა, კალიარი-მილანი; 21 დეკემბერი: უდინეზე-იუვენტუსი, ატალანტა-ჩეზენა, ბოლონია-რომა, ინტერი-ლეჩე, ლაციო-კიევო, ნაპოლი-ჯენოა, ნოვარა-პალერმო, პარმა-კატანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული