"ატალანტას" ყოფილი კაპიტანი, კრისტიანო დონი, რომელიც იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე თამაშობდა, პოლიციამ გარიგებული მატჩების საქმესა და ბუკმეკერულ კანტორებში ფსონების მაქინაციებში მონაწილეობისთვის დააკავა.
სულ ოპერაციის შედეგად, რომელსაც "უკანასკნელი ფსონი" ეწოდა, 17 ადამიანი დააკავეს.
დაკავებულები სინგაპურსა და აღმოსავლეთ ევროპაში დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. დაკავებულთა შორის კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი მოხვდა, თუმცა მათი ვინაობა არ სახელდება.
საქმე ეხება იტალიის სერია A-ს 2010/11 წლის სეზონის მატჩებს. კერძოდ, საუბარია "ბრეშა"-"ბარის", "ბრეშა"-"ლეჩეს" და "ნაპოლი"-"სამპდორიას" შეხვედრებზე. რაც შეეხება კონკრეტულად დონის, ის მტკიცებულებების გაყალბებაშია ბრალდებული.
2011 წლის აგვისტოში დონის 3.5-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, "ატალანტას" კი იტალიის ჩემპიონატში ექვსი ქულა ჩამოაჭრეს. ფეხბურთელს 2010/11 წლის სეზონში სერია B-ში "ატალანტას" მონაწილეობით გამართული, სულ მცირე, ორი გარიგებული მატჩის ორგანიზებასა და ამ თამაშებზე ბუკმეკერებთან ფსონების დადებაში სდებდნენ ბრალს.