"ნაპოლის" თავდამსხმელი, ეზეკიელ ლავეცი მწყობრში ერთ თვეზე ადრე ვერ დაბრუნდება. ასეთი დასკვნა გააკეთეს ექიმებმა არგენტინელი ფორვარდის სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ.
ლავეციმ ბარძაყის ტრავმა 18 დეკემბერს "რომასთან" მატჩში მიიღო, რომელიც ნეაპოლელთა დამარცხებით 1:3 დასრულდა.
იტალიის პირველობის მიმდინარე სეზონში ლავეციმ 14 მატჩი ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.