"უდინეზემ" მიმდინარე სერია A-ს სეზონში ყველა საშინაო შეხვედრა მოიგო, ხოლო "ბებერ ქალბატონს" ჯერ საერთოდ არ წაუგია.
"ანტონიო კონტეს შეგირდების წინააღმდეგ თამაში სანახაობრივი იქნება. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი ჩვენს რეალურ ამბიციებზე საუბარი.
მოგების შემთხვევაში სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავალთ და ეს სკუდეტოსთვის ბრძოლაზე სერიოზული განაცხადი იქნება", - აღნიშნა დი ნატალემ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით