ბრავო "რომა", ბრავო პეპე

AutoSharing Option
სერია A. XVI ტურის შეჯამება

ტურის სიმბოლური ნაკრები
ჟულიო სეზარი (ინტერი) - მაზიელო (ატალანტა), ლუსიო (ინტერი), ჰაინცე (რომა), დე ჩელიე (იუვენტუსი) - ნოჩერინო (მილანი), ლოდი (კატანია) - პეპე (იუვენტუსი), ლამელა (რომა) - დი მიკელე (ლეჩე), პრატო (ჯენოა).

ტურის სიმბოლური ნაკრები უჩვეულო ტაქტიკით განვალაგეთ: 4-2-2-2 - ამ სქემას იშვიათად თუ ვინმე იყენებს, მაგრამ მაინც შეიძლება მაგალითების მოყვანა. შეგვიძლია "იუვენტუსი" გავიხსენოთ სეზონის სტარტზე, როდესაც ანტონიო კონტემ რამდენიმე შეხვედრაში სწორედ ეს ტაქტიკა გამოიყენა.

შეტევის წინა ხაზზე ორი გამოკვეთილი ფორვარდი გვყავს, ერთი დავიდე დი
მიკელე გახლავთ, ხოლო მეორე ლუკას პრატო. პირველმა დუბლი შეუსრულა "პარმას" და რომ არა მისი თანაგუნდელებს უნიათო თამაში დაცვაში, "ლეჩე" აუცილებლად მოიგებდა და თავსაც დააღწევდა აუტსაიდერობას. რაც შეეხება პრატოს, ის "ჯენოას" ღირსებას იცავს, "ბოლონიას" დამარცხებაში ლომის წილი დაიდო და სრულიად დამსახურებულად მოხვდა რჩეულ ფეხბურთელთა შორის.

ფორვარდთა უკან სიმონე პეპე და ერიკ ლამელა გავამწესეთ, პირველმა "ნოვარასთან" პაექრობაში გაიბრწყინა, მეორემ კი "ნაპოლისთან". კვლავ რჩეულ ფეხბურთელებს შორის არის ანტონიო ნოჩერინო, ვინაც "მილანის" მაისურით მეექვსე გოლი გაიტანა სეზონში; მის მხარდამხარ კი "კატანიას" შუახაზელ ლოდის ვხედავთ, რომელმაც სიცილიურ დერბიში თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. მცველებს შორის ჰაინცეს გამორჩევა შეიძლება, რომელიც მიჯრით მეორედ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში, სულ კი ასეთი პატივი ოთხჯერ ერგო.

ტურის გმირი
ტურის გმირი სიმონე პეპე გახლავთ, ფეხბურთელი, რომელიც უდავოდ საუკეთესო სეზონს ატარებს კარიერაში და "იუვენტუსის" საკვანძო ფიგურად ყალიბდება.

"ნოვარასთან" პაექრობაში სიმონე ყველგან იყო, სადაც კი მის გუნდს სჭირდებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტურინელთა ორივე გოლში ლომის წილი დაიდო - პირველი სულაც მან გაიტანა, მეორეში კი ფაბიო კვალიარელას ასისტენტობა გაუწია. მოკლედ, პეპე სამაგალითო გახლდათ, რაც ანტონიო კონტეს რა თქმა უნდა არ გამოპარვია:

"პეპემ საოცარი შეხვედრა ჩაატარა და იმედია, არავის არ ეწყინება თუ ვიტყვი, რომ ის საუკეთესო იყო. სიმონე იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებთან მუშაობაც ძალიან სასიამოვნო და ადვილია. თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია, რასაც თამაშიდან თამაშამდე ამტკიცებს".

ტურის მოულოდნელობა
”რომა” ტრადიციულად მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდია და მისი კარგი თამაში იშვიათად გაკვირვებას იწვევდეს, მაგრამ დაგვეთანხმებით, ლუის ენრიკეს შეგირდთა ნეაპოლური გამარჯვება მაინც მოულოდნელი გახლდათ.

”რომა” ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი გუნდია, რომლის მთავარი მწვრთნელიც მუდმივად იმას იმეორებს, რომ ”მოსავლის მიღებამდე” კიდევ კარგა გვარიანი შრომა მოუწევს. დედაქალაქური კლუბის მესვეურები ამას შეგუებულნი არიან და ახალგაზრდა სპეციალისტს ნდობის დიდ მანდატს აძლევენ. ამ დროს, ”ნაპოლი” შემდგარი გუნდია, რომელიც ყველა ფრონტზე მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და იშვიათად აგებს, განსაკუთრებით კი საკუთარ მოედანზე.

სწორედ ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოულოდნელი გახლდათ ის შედეგი, რომელიც ”სტადიო სან პაოლოზე” დაფიქსირდა. სტუმრებმა დამაჯერებლად, ორი ბურთის სხვაობით დაამარცხეს მეტოქე და გაიუმჯობესეს სატურნირო მდგომარეობა. აგარიშზე მეტად, თამაშის სცენარი და შინაარსი გახლდათ გამაოგნებელი - ”რომამ” ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ სტუმრებს შეტევაში, ანგარიში არა 1:3, არამედ გამადგურებელი იქნებოდა. ასეთი უმწეო ”ნაპოლი” კარგა ხანია არ გვინახავს, ლუის ენრიკეს და მისი შეგირდების მიმართ კი ქების გარდა არაფერი გვეთქმის: ბრავო ”რომა”...

ტურის ფრაზა
ლუის ენრიკე (რომას მთავარი მწვრთნელი "ნაპოლისთან" გამარჯვების შემდეგ): "თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე ბედნიერი დღე ჩემ რომაულ კარიერაში".

გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
X ტური, ინტერი-იუვენტუსი, 75 000 გულშემატკივარი

ყველაზე დაბალი დასწრება:
II ტური, კიევო-ნოვარა, 7 000 გულშემატკივარი

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
მილანი-კატანია 4:0 (XI ტური), მილანი-კიევო 4:0 (XIII).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ინტერი-ნაპოლი 0:3 (VI ტური), კალიარი-ლაციო 0:3 (X).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
პალერმო-ინტერი 4:3 (II ტური), ლეჩე-მილანი 3:4 (VIII).

სერიები
მოგება: ინტერი - 3 თამაში
წაგება: სიენა - 4
წაუგებლად: იუვენტუსი - 15
მოუგებლად: სიენა - 6

გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 33 გოლი - მილანი; 27 - იუვენტუსი; 24 - ლაციო, ნაპოლი.
საუკეთესო დაცვა: 9 გაშვებული - უდინეზე; 11 - იუვენტუსი; 13 - ლაციო.
უარესი თავდასხმა: 7 გოლი - ჩეზენა; 12 - კალიარი; 13 - კიევო.
უარესი დაცვა: 29 გაშვებული - ლეჩე; 27 - ნოვარა; 23 - პარმა.
ზუსტი გადაცემები: 8648 - მილანი; 7874 - იუვენტუსი; 7426 - რომა.
კარის მიმართულებით დარტყმები: 268 - იუვენტუსი; 237 - მილანი; 229 - რომა, ინტერი.
კარში დარტმები: 100 - იუვენტუსი; 87 - მილანი; 74 - კატანია.

ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები:
11 - ხერმან დენისი (ატალანტა); 10 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 9 - მიროსლავ კლოზე (ლაციო); 7 - ედინსონ კავანი (ნაპოლი), სებასტიან ჯოვინკო (პარმა), სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა).

ასისტენტები:
7 - ანტონიო კასანო (მილანი); 6 - ალბერტო აკვილანი (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა); 5 - ჯიბრილ სისე (ლაციო); 4 - როდრიგო პალასიო (ჯენოა), გასტონ რამირესი (ბოლონია), ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა).

ზუსტი პასები
1071 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 1024 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 1021 - დანიელე დე როსი (რომა); 950 - მიგელ ველოზო (ჯენოა); 949 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 904 - ტიაგო სილვა (მილანი);.

კარის მიმართულებით დარტყმები
67 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 59 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 56 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 47 - ერნანესი (ლაციო) ადრიან მუტუ (ჩეზენა), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

კარში დარტყმები
28 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 21 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 19 - ხერმან დენისი (ატალანტა); 18 - ადრიან მუტუ (ჩეზენა); 17 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა), ედინსონ კავანი (ნაპოლი).

ჯარიმები
40 - ვალონ ბერამი (ფიორენტინა); 39 - ხუან კუადრადო (ლეჩე); 38 - ხერმან დენისი (ატალანტა), ლუკა ჩიგარინი (ატალანტა), პანაიოტის კონე (ბოლონია); 37 - სტეფანო მორონე (პარმა), დანიელე კონტი (კალიარი), ჯამპიერო პინცი (უდინეზე).

ციფრები და ფაქტები
სერია A-ს მიმდინარე ჩემპიონატის დაწყებიდან 15 ტურია გასული, "იუვენტუსს" კი ჯერ არც ერთი მარცხი არ განუცდია. ასეთი წარმატებული სტარტი ტურინულ გრანდს ბოლოს 62 წლის წინ ჰქონდა;
* * *
2006 წლის შემდეგ, "უდინეზემ" პირველად ითამაშა ფრედ "ლაციოსთან" გასვლით პაექრობაში;
* * *
ზლატან იბრაჰიმოვიჩს ბოლო 5 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი;
* * *
ანტონიო ნოჩერინომ მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 6 გოლი გაიტანა, რაც მისი სარეკორდო მაჩვენებელია სეზონის მასშტაბით;
* * *
"სიენას", "ნოვარას", "ფიორენტინას" და "პალერმოს" ჯერ გასვლითი შეხვედრა არ მოუგიათ;
* * *
"პალერმოს' გასვლით პაექრობებში ჯერ გოლი არ აქვს გატანილი;
* * *
დიეგო მილიტომ მე-100 შეხვედრა ჩაატარა სერია A-ში;
* * *
"ჯენოას" მთავარმა მწვრთნელმა ალბერტო მალეზანიმ მე-100 შეხვედრა მოიგო სერია A-ში, ასევე, მის ანგარიშზე 81 ფრე და 108 მარცხია;
* * *
"ჯენოას" თავდამსხმელმა ლუკას პრატომ პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში;
* * *
"ნოვარა" ერთადერთი გუნდია სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, რომელმაც ყველა თამაშში გოლი გაუშვა;
* * *
"კიევოს" საკუთარ მოედანზე 397 წუთია გოლი არ გაუშვია;
* * *
სტევან იოვეტიჩს მიმდინარე ჩემპიონატში 7 გოლი აქვს გატანილი, რაც მისი სარეკორდო მაჩვენებელია სეზონის მასშტაბით;
* * *
"პარმას" თავდამსხმელმა გრაციანო პელემ პირველი გოლი გაიტანა სერია ა-ში;
* * *
ფაბიო კვალიარელამ პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში 2011 წელს. ამასთან, პირველად მოხვდა ძირითად შემადგენლობაში მას შემდეგ, რაც "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტე დაინიშნა.

სერია A. I (გამოტოვებული) ტური
სიენა-ფიორენტინა 0:0
სიენა (4-4-2): ბრკიჩი - ვიტიელო, როსეტინი, ტერცი, დელ გროსო - ბრიენცა, გაცი, დაგოსტინო (90. პეზოლი), გროსი (73. ბოლცონი) - კალაიო, დესტრო (67. ლარონდო).
ფიორენტინა (4-3-3): ბორუცი - დე სილვესტრი (48. რომულო), გამბერინი, ნატალი, ნასტასიჩი - ბერამი, მონტოლივო, ლაძარი - ჩერჩი (63. ჯილარდინო), ვარგასი, იოვეტიჩი.
გაფრთხილება: ვიტიელო, როსეტინი, დაგოსტინო, გაცი, ლარონდო - დე სილვესტრი, გამბერინი, ბერამი, მონტოლივო, ჯილარდინო.
კუთხური: 1-9; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 7(3)-12(5); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 11 000

კალიარი-მილანი 0:2
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო (79. გოცი), კანინი, არიაუდო (62. პერიკო), აგოსტინი - ეკდალი, კოსუ, ნაინგოლანი - რიბეირო - იბარბო, ლარივეი.
მილანი (4-3-1-2): აბიატი - ბონერა, მექსე, ტიაგო სილვა, ტაივო - ამბროზინი (85. ვან ბომელი), ნოჩერინო, აკვილანი - ბოატენგი - რობინიო (74. პატო), იბრაჰიმოვიჩი.
გოლები: 0:1 პიზანო (4-საკ. კარში), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (60).
გაფრთხილება: კოსუ, ლარივეი - ბინერა, ამბროზინი.
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 11(5)-5(3); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 16 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 16 10 4 2 35-16 34
2. იუვენტუსი 15 9 6 0 26-10 33
3. უდინეზე 15 9 4 2 20-9 31
4. ლაციო 15 8 5 2 24-13 29
5. ინტერი 15 7 2 6 18-18 23
6. ნაპოლი 15 5 6 4 23-17 21
7. რომა 15 6 3 6 19-19 21
8. ჯენოა 15 6 3 6 18-18 21
9. კატანია 15 5 6 4 17-20 21
10. პალერმო 15 6 2 7 16-18 20
11. კიევო 15 5 4 6 13-18 19
12. ფიორენტინა 16 4 6 6 15-15 18
13. პარმა 15 5 3 7 18-23 18
14. კალიარი 16 4 6 6 12-17 18
15. ატალანტა 15 5 8 2 19-18 17
16. სიენა 16 3 6 7 14-16 15
17. ბოლონია 15 4 3 8 14-22 15
18. ჩეზენა 15 3 3 9 7-16 12
19. ნოვარა 15 2 5 8 15-27 11
20. ლეჩე 15 2 3 10 16-29 9

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული