ყატარის ეროვნული გუნდი ორშაბათს ბრაზილიელი სპეციალისტის, სებასტიან ლაზარონის გათავისუფლების შემდეგ უთავკაცოდაა დარჩენილი.
ლიპიმ აზიური ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისგან შეთავაზება უკვე მიიღო. ყატარი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.
თავად ლიპიმ ადრე განაცხადა, რომ სურს კარიერა სწორედ ნაკრებში გააგრძელოს და არა კლუბში.