ალეგრი: წელიწადი პოზიტიურ ნოტაზე დავასრულეთ

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის ჩემპიონატში "კალიარისთან" (2:0) თავისი გუნდის გამარჯვებაზე ისაუბრა.

"შესაძლოა თამაში ისეთი სანახაობრივი არ იყო, როგორსაც ამას გულშემატკივრები ელოდნენ.

სხვა მხრივ კი სამი ქულის მოპოვება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რათა წელიწადი პოზიტიურ ნოტაზე დაგვესრულებინა. კვირას რთული მატჩი გვქონდა. ალბათ, ფეხბურთელები ცოტა გადაიღალნენ.

რაც შეეხება ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ის ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. შვედი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია", - განაცხადა ალეგრიმ.

მომზადებულია acmilan.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული