"იუვენტუსი" კრასიჩის გაყიდვას 12 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელი, მილოშ კრასიჩი, რომელიც გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, ზამთარში გუნდს დატოვებს. ამასთან, სერბი თავდამსხმელის პოტენციურ მყიდველს ჯიბის 12 მილიონი ევროთი გათხელება მოუხდება. ამის შესახებ "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ კრასიჩით რამდენიმე გერმანული და ინგლისური კლუბი, ასევე მილანის "ინტერია" დაინტერესებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული