"მილანის" იოლი გამარჯვება და ტოსკანური ფრე

AutoSharing Option
მასიმილიანო ალეგრიმ არაერთხელ დაიქადნა, რომ ახალ წელს მისი გუნდი პირველ ადგილზე შეხვდება. საამისოდ, მილანელებმა ყველაფერი გააკეთეს და "კალიარი" სარდინიაში განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხეს.

"მილანმა" სრული უპირატესობით წარმართა მთელი შეხვედრა და მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი მიართვა. პირველი შეხვედრის სტარტზევე გავიდა და მისი ავტორი სარდინიელი მცველი პიზანო გახლავთ, აი მეორე კი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესანიშნავ სტილში შეაგდო - რთულ ვითარებაში დაიმორჩილა ბურთი და მეორე შეხებით კარის ჩარჩოში გადაგზავნა. აი ასე მოუმთავრა "როსონერიმ" საქმე "კალიარის" და ქულათა მარაგი 34-მდე გაზარდა.

ალეგრიმ რომ თავის დროზე
"კალიარიში" მუშაობით გაითქვა სახელი, გემახსოვრება, ამიტომ, "მილანის" გამარჯვება განსაკუთრებული ემოციების გარეშე აღნიშნა და პრესასთანაც მოკრძალებული კომენტარი გააკეთა: "რთული თამაში იყო და ამას ველოდით კიდეც, რადგან "კალიარის" მისსავე მოედანზე დამარცხება ადვილი არასოდეს ყოფილა. მართალია, დიდად სანახაობრივი თამაში ვერ შევთავაზეთ მეტოქეს, მაგრამ მთლიანობაში მაინც კმაყოფილი დავრჩი - უმთავრესი მიზანი სამი ქულის მოპოვება იყო, რომელიც შევასრულეთ. ვის გამოვარჩევდი? - ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და გუნდისთვის უდიდეს ძალას წარმოადგენს. ჩვენი გეგმის მიხედვით, ფორმის პიკზე სწორედ ზამთრის შესვენების შემდეგ უნდა გავიდეთ და იმედია, ასეც იქნება".

ალეგრის იბრა შემთხვევით არ უხსენებია, შვედმა ფორვარდმა მართლაც დიდებული შთაბეჭდილება დატოვა და პრესასთან გასაუბრების პატივი მასაც ერგო წილად - აი რა განაცხადა ზლატანმა: "ჩვენი მისია შევასრულეთ, რამაც ძალიან გამახარა. დროა, ცოტა შევისვენოთ, შემდეგ კი საყვარელ საქმეს დავუბრუნდებით. რამდენად კმაყოფილი ვარ სეზონის პირველი ნაწილით? - მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ვგრძნობ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. რთული სათქმელია სად გადის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი - ალბათ თვით ცაზე".

სამშაბათს, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა - "სიენამ" ტოსკანურ დერბიში "ფიორენტინას" უმასპინძლა და უფრო ამბიციურ მეტოქეს უგულო ფრით გაეყარა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მომენტები ორივე კართან მცირე რაოდენობით შეიქმნა. ბოლოს, ფლორენციული გუნდის მთავარ მწვრთნელ დელიო როსის მოვუსმინოთ:

"დიდი ხანი არაა, რაც "ფიორენტინას" ჩავუდექი სათავეში და შესაბამისად, ამ ეტაპზე შეგირდებისგან მაქსიმუმს ვერ მოვითხოვ. ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით მომატებული გვაქვს, მაგრამ უბურთოდ მოძრაობა ჯერ მაინც გვიჭირს. უფრო მჭიდრო ურთიერთობა უნდა იყოს რგოლებს შორის და ამ კომპონენტზეც ინტენსიურად ვმუშაობთ. მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ, მჯერა, რომ 2012 წელი ჩვენთვის წარმატებული იქნება".

იტალია. სერია A. I (გამოტოვებული) ტური
სიენა-ფიორენტინა 0:0

კალიარი-მილანი 0:2
გოლები: 0:1 პიზანო (4-საკ. კარში), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (60).

უდინეზე-იუვენტუსი 0:0
უდინეზე (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - დომიცი, დანილო, ფერონეტი - ბასტა, პინცი, ისლა, ასამოა, არმერო - აბდი (86. ფლორო ფლორესი) - დი ნატალე.
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - მარკიზიო, პირლო, ვიდალი - პეპე (80. დელ პიერო), ესტიგარიბია (90. დე ჩელიე), მატრი (71. კვალიარელა).
გაფრთხილება: ბასტა, ისლა, პინცი - ვიდალი.
გაძევება: გვიდოლინი (90. უდინეზეს მთ. მწვრთნელი)
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 9(4)-12(5); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 30 000

ატალანტა-ჩეზენა 4:1
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - მაზიელო, ფერი, მანფრედინი, პელუზო - კარმონა, ჩიგარინი, პინტუ (59. შელოტო), ბონავენტურა - მარილუნგო (65. პადოინი) - დენისი (89. გაბიადინი).
ჩეზენა (4-2-3-1): ანტონიოლი - ჩეკარელი (59. ბოგდანი), ბენალოუანე, როდრიგესი, როსი - გუანა, გეზალი - კანდრევა, პაროლო, ედერი (79. მალონგა) - მუტუ (89. არიგონი).
გოლები: 0:1 კანდრევა (12), 1:1 დენისი (17-პენ.), 2:1 მარილუნგო (18), 3:1 მარილუნგო (44), 4:1 პელუზო (71).
გაფრთხილება: კარმონა - გუანა, გეზალი, მუტუ.
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 8(6)-10(3); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 24 000

ბოლონია-რომა 0:2
ბოლონია (4-3-2-1): ჟილე - რაჯი, პორტანოვა, კრესპო, მორლეო - კაზარინი (79. მუდინგაი), პერესი, კონე (79. ანტონსონი) - დიამანტი, რამირესი (46. ხიმენესი) - დი ვაიო.
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - როზი, ჟუანი, ჰაინცე, ტაიდეი - სიმპილისიო (81. ვივიანი), დე როსი, პიანიჩი (72. გრეკო) - ტოტი, ლამელა (68. ბოიანი), ოსვალდო.
გოლები: 0:1 ტადეი (17), 0:2 ოსვალდო (40).
გაფრთხილება: დიამანტი, პერესი, კონე - როზი, ოსვალდო.
გაძევება: პორტანოვა (76. ბოლონია).
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 9-18; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 7(5)-16(6); ბურთის ფლობა: 29%-71%.
მაყურებელი: 23 000

ინტერი-ლეჩე 4:1
ინტერი (4-4-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო - მოტა, ალვარესი, ძანეტი, ფარაონი (46. კამბიასო) - ფორლანი (46. მილიტო), პაცინი (75. ობი).
ლეჩე (4-1-4-1): გაბრიელი - ოდო, ფერარიო, ტომოვიჩი, კუადრადო - ობოდო (75. პასკუატო) - ბრივიო, ჯაკომაცი, ოლივერა (46. პიატი), მურიელი (54. კორვია) - დი მიკელე.
გოლები: 0:1 მურიელი (20), 1:1 პაცინი (34), 2:1 მილიტო (49), 3:1 კამბიასო (73), 4:1 ალვარესი (81).
გაფრთხილება: მაიკონი - ობოდო, პასკუატო.
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 11-6; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 19(8)-7(2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 56 000

ლაციო-კიევო 0:0
ლაციო (4-3-1-2): ბიძარი - კონკო (84. კოზაკი), დიასი, ბიავა, რადუ - ცანა, ლედესმა, ლულიჩი - ერნანესი (46. გონსალესი) - სისე (64. როკი), კლოზე.
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, ცეზარი, ანდრეოლი, იოკიჩი - ბრედლი, ჰეტემაი, ლუჩანო (74. სამარკო) - თერეუ (80. მორერო) - პელისიერი, პალოსკი (71. მოსკარდელი).
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 7(0)-10(6); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 35 000

ნაპოლი-ჯენოა 6:1
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - არონიკა, კანავარო (66. ფერნანდესი), კამპანიარო - მაჯო, ინლერი, გარგანო (59. ჯემაილი), ცუნიგა - პანდევი (77. ლუკარელი), ჰამშიკი - კავანი.
ჯენოა (4-4-2): ფრეი - გრანკვისტი, მესტო, კალაძე (58. მარკიორი), დაინელი - როსი, სეიმური (50. მერკელი), ველოზო, ხორკერა - პრატო, კარაჩოლო (40. იანკოვიჩი).
გოლები: 1:0 კავანი (12), 2:0 ჰამშიკი (17), 3:0 კავანი (24), 3:1 ხორკერა (27), 4:1 პანდევი (45), 5:1 გარგანო (49), 6:1 ცუნიგა (80).
გაფრთხილება: არონიკა - გრანკვისტი.
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 9-5; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 15(9)-6(5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 45 000

ნოვარა-პალერმო 2:2
ნოვარა (4-3-1-2): უიკანი - მორგანელა, პაჩი, ლუდი, ჯემიტი - პორკარი, რადოვანოვიჩი, რიგონი - ჯორჯი (52. მაძარანი) - გრანოჩე (58. მეჯორინი), რუბინო (67. მორიმოტო).
პალერმო (4-4-1-1): ბენუსი - მუნოზი, სილვესტრი, ჩეტო (37. ბაჩინოვიჩი), ბალცარეტი - ალვარესი (67. ბერტოლო), მილიაჩო, ბარეტო, ასკუა (46. აგუირაგარაი) - ილიჩიჩი - ბუდანი.
გოლები: 0:1 ლუდი (20-საკ. კარში), 0:2 ბერტოლო (74), 1:2 მაძარანი (77), 2:2 რიგონი (84).
გაფრთხილება: რადოვანოვიჩი, ჯემიტი - ასკუა, ბერტოლო.
გაძევება: ილიჩიჩი (43. პალერმო)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 14(5)-10(2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 12 000

პარმა-კატანია 3:3
პარმა (4-4-2): მირანტე - ძაკარდო (46. ფელტშერი), სანტაკროჩე, ლუკარელი, გობი - მოდესტო (84. მუსაჩი), ბიაბიანი, გალოპა (78. პერეირა), ჟადიდი - ჯოვინკო, ფლოკარი.
კატანია (3-5-2): ანდუხარი - მარკეზე, ბელუში, ლეგროტალიე - ისკო, შაკა (46. გომესი), ლოდი, ალმირონი, კაპუანო (59. რიკიუტი) - ბარიენტოსი (81. კატელანი), მაქსი ლოპესი.
გოლები: 1:0 მოდესტო (5), 1:1 ალმირონი (21), 2:1 ბიაბიანი (23), 3:1 ფლოკარი (44), 3:2 ლოდი (74-პენ.), 3:3 კატელანი (85).
გაფრთხილება: ლუკარელი - ლეგროტალიე, ისკო, კატელანი.
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 9(5)-13(5); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 16 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 16 10 4 2 35-16 34
2. იუვენტუსი 16 9 7 0 26-10 34
3. უდინეზე 16 9 5 2 20-9 32
4. ლაციო 16 8 6 2 24-13 30
5. ინტერი 16 8 2 6 22-19 26
6. ნაპოლი 16 6 6 4 29-18 24
7. რომა 16 7 3 6 21-19 24
8. კატანია 16 5 7 4 20-23 22
9. პალერმო 16 6 3 7 18-20 21
10. ჯენოა 16 6 3 7 19-24 21
11. ატალანტა 16 6 8 2 23-19 20
12. კიევო 16 5 5 6 13-18 20
13. პარმა 16 5 4 7 21-26 19
14. ფიორენტინა 16 4 6 6 15-15 18
15. კალიარი 16 4 6 6 12-17 18
16. სიენა 16 3 6 7 14-16 15
17. ბოლონია 16 4 3 9 14-24 15
18. ნოვარა 16 2 6 8 17-29 12
19. ჩეზენა 16 3 3 10 8-20 12
20. ლეჩე 16 2 3 11 17-33 9

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები
12 - დენისი (ატალანტა); 11 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 10 - დი ნატალე (უდინეზე); 9 - კლოზე (ლაციო), კავანი (ნაპოლი); 7 - ჯოვინკო (პარმა), ოსვალდო (რომა), იოვეტიჩი (ფიორენტინა).

მომდევნო ტური
7 იანვარი: სიენა-ლაციო, ინტერი-პარმა; 8 იანვარი: უდინეზე-ჩეზენა, ატალანტა-მილანი, ბოლონია-კატანია, კალიარი-ჯენოა, ლეჩე-იუვენტუსი, ნოვარა-ფიორენტინა, რომა-კიევო, პალერმო-ნაპოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული