მილიტო: უკვე ათასჯერ ვთქვი, რომ "ინტერში" ბედნიერი ვარ
AutoSharing Option
"ინტერის" თავდამსხმელმა, დიეგო მილიტომ, რომელმაც "ლეჩესთან" გუშინდელ შეხვედრაში თავისი გუნდი წინ გაიყვანა, თამაშის შემდეგ კლუბის მიმართ პატივისცემაზე ისაუბრა.
"არასდროს მითქვამს, რომ "ინტერის" დატოვება მსურს. უკვე ათასჯერ გავიმეორე, რომ "ინტერში" ბედნიერი ვარ. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, რომლებიც მეხმარებიან", - თქვა მილიტომ.
ამბობენ, რომ ფორვარდის შეძენას "პარი სენ ჟერმენი" ჯერ კიდევ ცდილობს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.