კლოზე: "ლაციო" ზუსტად ის კლუბია, რომელსაც ვეძებდი

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე იტალიურ კლუბში გადასვლის შესახებ თავისი გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

"რომში ბედნიერი ვარ. "ლაციო" ზუსტად ის კლუბია, რომელსაც ვეძებდი.

ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები, ამიტომ გამაქვს ბევრი გოლი.

ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მშვენიერ ფორმაში ვარ.

მწვრთნელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. ერთი სიტყვით, ყველაფერი მაკმაყოფილებს.

მომავალ წელს "ლაციოსთან" ერთად წარმატების მიღწევა მსურს", - განაცხადა 33 წლის გერმანელმა ფორვარდმა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული