ტოტის თამაში მოურინიოს ხელმძღვანელობით სურს

AutoSharing Option
"რომას" 35 წლის ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ჯოზე მოურინიოს პროფესიონალიზმი აღნიშნა.

ტოტის თქმით, პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით თამაში სასარგებლო გამოცდილების მომტანია.

"დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მასთან. ვიცნობ ფეხბურთელებს, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით ვარჯიშობდნენ და ისინი მეუბნებიან, რომ მოურინიო პროფესიონალია. ეს არის მწვრთნელი, რომლისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება", - განაცხადა ტოტიმ.

მომზადებულია Sky Sports Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული