"თითოეული მწვრთნელი ოცნებობს, რომ მისი გუნდი მწვერვალზე იყოს. ოცნებები მიზნის გამოკვეთას აადვილებენ. ვფიქრობ, როდესაც ფეხბურთელები და მწვრთნელი ერთნაირად ფიქრობენ, გუნდს შედეგის მიღწევა შეუძლია.
რა თქმა უნდა, მინდა რომ "იუვენტუსმა" ჩემპიონობისთვის იბრძოლოს. საბედნიეროდ, ფეხბურთელობისას გამარჯვების სასიამოვნო გრძნობა განმიცდია. ისიც მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივრებს ჩვენი სჯეროდეთ", - განაცხადა კონტემ.