რანიერი: მილიტოსი უნდა გვჯეროდეს

AutoSharing Option
"ინტერის" მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი დარწმუნებულია, რომ 32 წლის არგენტინელი თავდამსხმელი დიეგო მილიტო ფეხბურთის გულშემატკივრებს კვლავ აღაფრთოვანებს.

"მილიტოსი" მჯერა. მომწონს, რომ ის იმ ფეხბურთელთაგანია, რომლებიც მუდმივად მზად არიან პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღონ და წარუმატებლობების შემთხვევაშიც იბრძოლონ.

ამას გარდა, მილიტო ყოველთვის აკეთებს იმას, რასაც მწვრთნელი ეუბნება. როდესაც ხედავ, რომ ფეხბურთელი არ ნებდება, და თავისას ცდილობს, უბრალოდ ვალდებული ხარ, რომ ენდო", - განაცხადა რანიერიმ.

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში მილიტომ 12 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული