გალიანი: ტევესს შევპირდი, რომ "მილანი" მას 31 იანვრამდე დაელოდება

AutoSharing Option
"მილანის" ვიცეპრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ "როსონერი" "კატანიას" თავდამსხმელ მაქსი ლოპეს არ იყიდის, რადგან მათთვის პრიორიტეტად "მანჩესტერ სიტის" ფორვარდ კარლოს ტევესის შეძენა რჩება.

"გახდება თუ არა ტევესი ფანატებისთვის საახალწლო საჩუქარი? ახლა ეკონომიკურად რთული დროა, მაგრამ შევეცდებით გულშემატკივრები გავახაროთ.

მაქსი ლოპესი? "კატანია" ჩვენს მიმართ კეთილი და გახსნილი იყო, მაგრამ კარლოსს შევპირდი, რომ მას 31 იანვრამდე დაველოდებით. თუ მის გადმობირებას ვერ შევძლებთ, არავის შევიძენთ", - განაცხადა გალიანიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული