მარინო ენთუზიაზმით აღსავსეა

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" 1:6 წაგებული შეხვედრის შემდეგ, "ჯენოას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ალბერტო მალეზანი გაათავისუფლეს, მისი ადგილი კი 49 წლის სპეციალისტმა პასკუალე მარინომ დაიკავა.

ბუნებრივია, მარინო უმალ მოექცა ჟურნალისტთა ყურადღების სფეროში და მისი კომენტარებიც გამოქვეყნდა. "ჯენოას" მიმართ ჩვენი ინტერესი დიდია, რადგან ამ გუნდში საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე ასპარეზობს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სიტყვა პირდაპირ მარინოს გადავცეთ:

"სიმართლე გითხრათ, ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთი ამბიციური გუნდის გაწვრთნის საშუალება მომეცა. ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს, 1982 წელს შემეძლო ამ გუნდში გადასვლა, მაგრამ ბოლო მომენტში
გარიგება ჩაიშალა.

მიმდინარე სეზონში, "ჯენოას" რამდენიმე შეხვედრას ვადევნე თვალი და უკვე ვიცი, რასთან მომიწევს შეჭიდება. უკვე მაქვს DVD, სადაც გუნდის ყველა მატჩია ჩაწერილი და ერთი სული მაქვს, როდის ჩავუჯდები. ბოლო პერიოდში, ჩემი ქალიშვილის მძღოლად ვმუშაობდი, თუმცა დადგა დრო, როდესაც რეალურ საქმეს უნდა მოვკიდო ხელი და ენთუზიაზმით ვარ აღსავსე.

ბოლოს, როდესაც ალბერტო მალეზანი შევცვალე, კრიზისში მყოფი :"უდინეზე" ჩავიბარე და გუნდს ევროსაგზური მოვაპოვევბინე - იმედი მაქვს, "ჯენოაშიც" არანაკლებ წარმატებულად ვიმუშავებ. რა ტაქტიკას გამოვიყენებ? - ჩემი საბაზო სქემა ყოველთვის 4-3-3 იყო და ტრადიციას არც გენუაში ვუღალატებ.

რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, ჯანდომენიკო მესტოსთან და ლუკა ანტონელისთან ადრეც მიმუშავია და მათ კარგად ვიცნობ; მომწონს როდრიგო პალასიოს თამაშის მანერა, ხორკერა კი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე გამიწვრთნია. ვფიქრობ, მას შეუძლია იგივე გახდეს "ჯენოასთვის", რაც მაგალითად სებასტიან ჯოვინკოა "პარმასთვის". დანარჩენს დრო გვიჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული