ამიტომ, პრესაში აქტიურად მუსირებს აზრები იმის შესახებ, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მილანელები შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავენ. "ინტერის" გულშემატკივართა სამწუხაროდ, კლუბის გენერალური მენეჯერი ერნესტო პაოლილო ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს:
"სულ მალე, მიშელ პლატინის მიერ შემუშავებული ფინანსური ფეარ პლეის პრინციპი ამოქმედდება, ეს კი იმას ნიშნავბს, რომ ფულის ძველებურად ხარჯვის საშუალება აღარ მოგვეცემა. ამიტომ, ზამთრის
გუნდის მიზანი სამეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება გახლავთ, ეს კი ამ შემადგენლობით ნამდვილად ხელგვეწიფება. იმედია, ქომაგები სწორად გაიგებენ ჩემს ნათქვამს - დღეს, უფრო მეტად გვიწევს ფინანსურ ბალანსზე ფიქრი, ვიდრე წინა წლებში".
არადა, იტალიურ სპორტულ პრესაში დღემდე ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ "ინტერის" მესვეურებს "სან პაოლოდან" ლუკასის გადაბირება სურთ, რომლის სატრანსფერო ფასი 30 მილიონ ევროს შეადგენს. ლუკასი 19 წლის შემტევი ნახევარმცველია, ბრაზილიური გუნდის შემადგენლობაში 53 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 13 გოლი გატანილი. "გაძეტას" მტკიცებით, მასიმო მორატის იმდენად უნდა ლუკასის გადაბირება, რომ მზადაა მის სანაცვლოდ ვესლი სნეიდერსაც კი შეელიოს. ვნახოთ, რამდენად გამართლდება ეს ინფორმაცია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"