ვარგასი მხოლოდ დასაწყისია, ნეაპოლში გაჩერებას არ აპირებენ

AutoSharing Option
ისეთი პირი უჩანს, რომ ”ნაპოლის” მესვეურები ედუარდო ვარგასის გადაბირებით არ შემოიფარგლებიან და ამ ზამთარს, გუნდს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელით გააძლიერებენ.

ეს არც არის გასაკვირი, რადგან ნეაპოლელებს ურთულესი ამოცანების გადაჭრა მოუწევთ – ერთი მხრივ, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ღირსეული თამაში და მეორე მხრივ, სერია A-ს სამეულში მოხვედრა, რათა მომდევნო სეზონშიც გუნდმა ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე იასპარეზოს.

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეაპოლელებს ორი ჩეხი ფეხბურთელის: მიხალ კადლეცის და ტომაშ სივოკის გადაბირება აქვთ განზრახული. კადლეცი 26 წლის გახლავთ, მარცხენა მცველია და ლევერკუზენის
”ბაიერის” ღირსებას იცავს; სივოკი კი 28 წლისაა, საყრდენი ნახევარმცველია და თურქულ ”ბეშიქთაშში” ასპარეზობს. სატრანსფერო საკითხებზე კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გააკეთა, თუმცა ჩეხი ფეხბურთელები არ უხსენებია:

”ედუარდო ვარგასის სახით, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი გადავიბირეთ და დარწმუნებული ვარ, იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაცია არ გაუჭირდება. გაჩერებას არ ვაპირებთ და გვსურს, რომ კიდევ რამდენიმე მოთამაშე გადავიბიროთ. კონკრეტული გვარების დასახელებას დღეს არ ვაპირებ, მაგრამ ერთს კი გეტყვით: თავდასხმა სრულად დაკომპლექტებულია. ჩვენი მიზანი დაცვის და ნახევარდაცვის გაძლიერებაა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული