განსო "მილანში" 20 მილიონ ევროდ?

AutoSharing Option
"სანტოსის" ცენტრალური ნახევარმცველი, განსო, შესაძლოა, "მილანში" გადავიდეს. "როსონერის" ხელმძღვანელობა 22 წლის ფეხბურთელის შეძენის შესახებ ოფიციალური წინადადებით მიმართავს. გარიგების თანხამ შესაძლოა, 20 მილიონი ევრო შეადგინოს.

აღსანიშნავია, რომ "მილანი" ნახევარმცველის შეძენას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდა, მაგრამ განსომ ზედიზედ ორჯერ ბარძაყის ტრავმა მიიღო და იტალიური კლუბი მის ფიზიკურ მზადყოფნაში დაეჭვდა.

იტალიური გაზეთების ცნობით, განსოს შეძენას მახაჭყალის "ანჟიც" ეცდება, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული