ადრე ვარაუდობდნენ, რომ პიპო-გოლი შესაძლო იყო კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩენილიყო და ევროტურნირების საუკეთესო ბომბარდირის ტიტულის მოპოვება ეცადა. თუმცა "როსონერის" მწვრთნელი მიიჩნევს, რომ გუნდში ამ ვეტერანი ფეხბურთელის ადგილი აღარ არის.
"რა თქმა უნდა,ფილიპო კლუბის ნაწილია და ადამიანურად თანავუგრძნობ, მაგრამ არჩევანი უნდა გავაკეთო. ინძაგი ჩემს გეგმებში არ ჯდება, ამიტომ უკვე რამდენიმე ხანია პირველ გუნდთან ერთად აღარ ვარჯიშობს", - ამბობს ალეგრი.