"ნერაძურის" პრეზიდენტს არ სურს, რომ იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომელშიც ლეონარდოს პსჟ-ში მოულოდნელად წასვლის დროს ჩავარდა.
მორატი თადარიგს იჭერს და სურს, რომ "ინტერის" მიერ სეზონის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში რანიერის შემცვლელი შეგულებული ჰყავდეს.
შესაძლოა, ეს ლუჩანო სპალეტი აღმოჩნდეს, რომელიც რანიერის ადგილზე მთავარ კანდიდატად მიიჩნევა.