ტიაგო სილვა: მსურს "მილანის" კაპიტანი გავხდე

AutoSharing Option
"როსონერის" ბრაზილიელმა მცველმა, ტიაგო სილვამ გასული წელი შეაჯამა.

"სკუდეტო და სუპერთასი მოვიგეთ, ჩემპიონატში პირველები ვართ და ძალიან მიხარია, რომ 2011 წელი ასე სრულდება. ყოველ მესამე დღეს თამაში რთულია, ხანდახან ისე ვიღლებოდი, რომ ვარჯიშის გაგონება არ მინდოდა. მაგრამ ეს ის ცხოვრებაა, რომელზეც ვოცნებობდი, ამიტომ ჩივილი არ ღირს.

"კიევოსთან" მატჩის წინ მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, რომ მოედანზე გუნდს მე გამოვიყვანდი. ვფიქრობდი, რომ ხუმრობდა! შემადგენლობაში ხომ პატო და ანტონინი იყვნენ, რომლებმაც უფრო მეტი მატჩი ჩაატარეს, ვიდრე მე.

ახლა კაპიტნობაზე ვოცნებობ, მინდა ლიდერი ვიყო. მაგრამ
გუნდში ამბროზინი, ზეედორფი, გატუზო, აბიატი არიან.. ვნახოთ, როგორ აეწყობა ყველაფერი მომავალ სეზონში. ძალიან მინდა 50 წლის მანძილზე ის პირველი უცხოელი გავხდე, რომელიც "მილანის" კაპიტნის სამკლავურს მუდმივად ატარებს", - თქვა ტიაგო სილვამ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნესტა უნდა იყოს
0

სიახლეები პოპულარული