"სკუდეტო და სუპერთასი მოვიგეთ, ჩემპიონატში პირველები ვართ და ძალიან მიხარია, რომ 2011 წელი ასე სრულდება. ყოველ მესამე დღეს თამაში რთულია, ხანდახან ისე ვიღლებოდი, რომ ვარჯიშის გაგონება არ მინდოდა. მაგრამ ეს ის ცხოვრებაა, რომელზეც ვოცნებობდი, ამიტომ ჩივილი არ ღირს.
"კიევოსთან" მატჩის წინ მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, რომ მოედანზე გუნდს მე გამოვიყვანდი. ვფიქრობდი, რომ ხუმრობდა! შემადგენლობაში ხომ პატო და ანტონინი იყვნენ, რომლებმაც უფრო მეტი მატჩი ჩაატარეს, ვიდრე მე.
ახლა კაპიტნობაზე ვოცნებობ, მინდა ლიდერი ვიყო. მაგრამ