ამაური ცალი ფეხით "ჯენოაშია"

AutoSharing Option
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მრავალნატანჯი კარვალიო ამაური ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ტურინის "იუვენტუსს" დატოვებს და "ჯენოაში" გააგრძელებს კარიერას.

უკვე არაერთხელ ითქვა იმის შესახებ, რომ გენუელები მაღალი კლასის ფორვარდის დამატებას საჭიროებენ და როგორც ჩანს, არჩევანი უკვე გააკეთეს. მოვუსმინოთ კლუბის პრეზიდენტ ენრიკო პრეციოზის და ყველაფერი ნათელი გახდება:

"ამაური 31 წლისაა, კიდევ რამდენიმე წელი შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში და შესაბამისად, არჩევანი მასზე შევაჩერეთ. მართალია, ბოლო პერიოდში ისე ვეღარ ბრწყინავს, როგორც წინა წლებში, მაგრამ ეს უფრო იმის ბრალია, რომ სასურველ გარემოს ვერ მიაგნო. გენუაში
ყველა პირობა ექნება იმისთვის, რომ საუკეთესი თვისებები წარმოაჩინოს და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება. ხელშეკრულებისთვის ხელი ჯერ არ მოგვიწერია, მაგრამ მოლაოარაკებები დასკვნით ფაზაშია და ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული