ბორიელო "იუვეს" უახლოვდება

AutoSharing Option
"იუვენტუსში" იმდენი თავდამსხმელია, რომ შესაძლოა გაგიკვირდათ კიდეც სათაურში გამოტანილი ამბავი - თუმცა, ეს მართლაც ასეა და დიდია შანსი, მარკო ბორიელომ "რომა" დატოვოს და კარიერა სწორედ "იუვენტუსში" გააგრძელოს.

ზამთარში ბევრი რამე შეიცვლება და "იუვენტუსსაც" არაერთი ფორვარდი დატოვებს - მაგალითად: კარვალიო ამაური, რომელიც სავარაუდოდ "ჯენოაში" გადაბარგდება; ასევე, ლუკა ტონი და ვინჩენცო იაკვინტა, ზაფხულში კი მათ გზას თვით ალესანდრო დელ პიერო დაადგება.

მოკლედ, "იუვეს" ფორვარდთა სიუხვე მოჩვენებითი, უფრო სწორად დროებითია და კლუბის მესვეურებმაც ამად განიზრახეს "ჯალოროსის" 29 წლის თავდამსხმელის გადაბირება, რომელიც თავის მხრივ,
ლუის ენრიკეს გეგმებში ვერ ჯდება. ამ საკითხზე ტურინული გრანდის სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ ისაუბრა:

"მაღალი კლასის ფორვარდის დამატებას ნამდვილად ვაპირებთ და ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი სწორედ მარკო ბორიელოა. მის მიმართ ფრანგული პსჟ-ც იჩენს ინტერესს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, თავად ფეხბურთელს ჩვენთან გადმოსვლა ურჩევნია. მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია გადასული და ყველაფერი მალე გაირკვევა. თუ მარკო ფრანგულ ვარიანტს აირჩევს, სხვა ფრონტზე გავაქტიურდებით, თუმცა მჯერა, რომ ამის საჭიროება არ იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული