"სამპდორიას" და "სან პაულუს" ყოფილი ფორვარდი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

AutoSharing Option
ბრაზილიელი ფეხბურთელი კატე ავტოკატასტროფის შედეგად სიცოცხლეს გამოეთხოვა.

გუშინ კატე ავტომოლით გადაადგილებისას სატვირთო მანქანას შეეჯახა, რომელიც მის წინ მოულოდნელად გამოჩნდა. ტრაგედიის გარემოებებს პოლიცია გამოიძიებს. ცნობილია, რომ იმ დღეს ძლიერად წვიმდა.

ფეხბურთელმა "სამპდორიაში" 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ის ასევე გამოდიოდა "სან პაულუს", "გრემიოს", "ფლამენგოს", "უნივერსიდად კათოლიკას" და "პალესტინოს" შემადგენლობაში. "სან პაულუს" შემადგენლობაში მან ლიბერტადორესის თასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული