დიეგო მილიტო: "ინტერისთვის" წლის მაჟორულ ნოტაზე დასრულება ძალიან მნიშვნელოვანი იყო

AutoSharing Option
"ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ გასული წლის შეჯამებისას აღნიშნა, რომ გუნდისთვის შესვენებაზე მაჟორულ ნოტაზე გასვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

შეგახსენებთ, რომ სეზონის სტარტი მილანელთათვის ძალიან წარუმატებელი გამოდგა, თუმცა ბოლოს გუნდმა სტაბილურობის მოპოვება დაიწყო. ამ დროისთვის, კლაუდიო რანიერის შეგირდები იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებენ და ლიდერებს "მილანს" და "იუვენტუსს" რვა ქულით ჩამორჩებიან.

"კმაყოფილი ვართ, რომ წლის ბოლოს მდგომარეობის მნიშვნელოვანწილად გამოსწორება შევძელით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წელი მაჟორულ ნოტაზე დაგვესრულებინა.

ახლა ყველა საფუძველი გვაქვს იმის იმედი გვქონდეს, რომ მომავალ წელს მხოლოდ
მოვუმატებთ", - თქვა მილიტომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული