მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელის გადასვლაზე მოლაპარაკებები უახლოეს ხანში დაიწყება.
ამავე დროს, "ჯენოა" შესაძლოა ხორვატმა ფორვარდმა, ივიცა ოლიჩმაც გააძლიეროს, რომელიც "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. ამასთან, გენუელები ოლიჩს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყიდიან, თუ ჯილარდინოსთან გარიგება არ შედგება.
ადრე თავად ოლიჩი აცხადებდა, რომ "ლაციოში" მიროსლავ კლოზესთან ერთად თამაში სურს.