"ჯენოამ" თვალი ჯილარდინოსა და ოლიჩს დაადგა

AutoSharing Option
"ფიორენტინას" თავდამსხმელი, ალბერტო ჯილარდინო, რომლის გაშვებასაც "იების" ხელმძღვანელობა იანვარშივე აპირებს, "ჯენოას" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელის გადასვლაზე მოლაპარაკებები უახლოეს ხანში დაიწყება.

ამავე დროს, "ჯენოა" შესაძლოა ხორვატმა ფორვარდმა, ივიცა ოლიჩმაც გააძლიეროს, რომელიც "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. ამასთან, გენუელები ოლიჩს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყიდიან, თუ ჯილარდინოსთან გარიგება არ შედგება.

ადრე თავად ოლიჩი აცხადებდა, რომ "ლაციოში" მიროსლავ კლოზესთან ერთად თამაში სურს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული