დი ნატალე: იტალიის ნაკრებში გამოძახებას სიხარულით და ენთუზიაზმით შევხვდი

AutoSharing Option
"უდინეზეს" თავდამსხმელმა, ანტონიო დი ნატალემ "სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელის ჩეზარე პრანდელის გადაწყვეტილება, მისი ეროვნულ ნაკრებში მიწვევის თაობაზე, სიხარულით მიიღო.

პრანდელიმ ფორვარდს აშშ-ს ნაკრებთან ამხანაგური მატჩისთვის უხმო, რომელიც თებერვალში შედგება.

"ეს სიახლე სიხარულით მივიღე. პრანდელისთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ჩვენს შორის ყოველთვის ურთიერთპატივისცემა იყო. ბედნიერი ვარ, რომ ეროვნულ გუნდში მიწვევა მივიღე და ბალოტელისთან და ასევე სხვა შესანიშნავ მოთამაშეებთან ერთად თამაში შემიძლია.

ჩემი გამოცდილებით და ნიჭით მარიოსთან შესანიშნავ ტანდემს შევქმნი. იმედი მაქვს, თავის გამოჩენასაც შევძლებ.

ევროპის ჩემპიონატზე წასვლა, წინა პირველობაზე ესპანეთის ნაკრებთან
გაცუდებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, ძალიან სასიამოვნო იქნება", - თქვა 34 წლის ფორვარდმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული