"მილანის" ჰავბეკი ნოჩერინო გატანილ გოლებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. ანტონიომ სერია А-ს 14 მატჩში მეტოქეთა კარში უკვე ექვსი გოლი გაიტანა.
მასზე მეტი მხოლოდ იბრაჰიმოვიჩს აქვს გატანილი - 11 გოლი 13 დაპირისპირებაში.
"დიახ, უკვე ექვსი გოლი გავიტანე, მაგრამ თავს ბომბარდირად არ მივიჩნევ. უბრალო ბიჭი ვარ, რომელიც ბრწყინვალე კლუბში ვარსკვლავებთან ერთად თამაშობს", - თქვა ნოჩერინომ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.