აკვილანი: "იუვენტუსის" მიმართ გულში ბოღმა არ მაქვს

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველმა, ალბერტო აკვილანიმ განაცხადა, რომ "იუვენტუსის" მიმართ, რომელშიც გასულ სეზონში იჯარით გამოდიოდა, გულში არანაირი ბოღმა არ აქვს.

ტურინულმა კლუბმა ფეხბურთელი საბოლოოდ "ლივერპულისგან" არ გამოისყიდა.

"იუვენტუსის" მიმართ არანაირი ბოღმა არ მაქვს. ინგლისის პრემიერლიგაში წარუმატებელი კარიერის შემდეგ, იტალიაში სწორედ ამ გუნდმა დამაბრუნა.

რა თქმა უნდა, "იუვენტუსი" ძალიან შეიცვალა. ბევრი მოთამაშე, რომელიც ჩემს დროს სასტარტო შემადგენლობაში გამოდიოდა, ახლა უკვე სათადარიგოთა სკამზე ზის.

"იუვენტუსში" ბევრი საკადრო ცვლილება მოხდა. წაადგა თუ არა ეს გუნდს? თუ ისინი აქამდე დაუმარცხებლები არიან, ე.ი. ყველაფერი სწორად კეთდება", -
აღნიშნა აკვილანიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული